ორი წლის თავზე ხელისუფლებამ ვერ ისწავლა პატივი სცეს საკუთარ ხალხს-ირაკლი ალასანია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 25, 2015 00:31

ორი წლის თავზე ხელისუფლებამ ვერ ისწავლა პატივი სცეს საკუთარ ხალხს-ირაკლი ალასანია

alasaniaთავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მმართველობიდან ორი წლის თავზე ხელისუფლებამ ვერ ისწავლა პატივი სცეს საკუთარ ხალხს. ამის შესახებ განცხადება ირაკლი ალასანიამ , ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანსი” საუბრისას გააკეთა. ალასანია 26 მარტს, თავისუფლების მოედანზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადამიანები , რომლებიც აქციაზე შეიკრიბნენ გამოხატავდნენ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პრეტენზიებს მთავრობის მიმართ. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, მტავრობის მეთაურის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ღარიბაშილმა განაცხადა, რომ აქციაზე ადამიანები ფულით და ძალით მიიყვანეს. ალასანიას განცხადებით, ხელისუფელბამ ვერ ისწავლა, რომ ის ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მთავრობაც არის. მისივე თქმით, მთავრობის ცვლილება გარდაუვალია. მინისტრთა კაბინეტის ყოფილმა წევრმა “თავისუფალი დემოკრატების” ის გადაწყვეტილებაც განმარტა, თუ რატომ არ მიიღებენ მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურებში მონაწილეობას.

საზოგადოება ელის მესამე ძალას და ეს "თავისუფალი დემოკატები" იქნება

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქვეყნის კულვარებიდან მართვა, არის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელსაც განიხილავს როგორც ნატო ასევე ევროკავშირი. მან ბრიუსელში ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირიც და ნატოც, აქტიურად განიხილავს საქართველოში არსებულ პრობლემას, კულვარებიდან მართვასთან დაკავშირებით. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, იმისთვის , რომ არსებული “მანკიერი” მმართველობის პრაქტიკა შეიცვალოს საჭიროა არჩევნები, რადგან ალასანიას განცხადებით, “ივანიშვილი ვერ შეელევა ქვეყნის მართვის ამ მანკიერ ფორმას”.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ეთერში, გადაცემა “არცევანში” “მრეწველების” ლიდერის გოგი თოფაძის ნატოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, თოფაძე და მისი გუნდი დინების საწინააღმდეგოდ ცურავს.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

“ხალხის აზრი არ შეცვლილა. ქართველები კვლავ ფიქრობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ამას მე დიდი სიამოვნებით ვეტყვი ჩვენ მეგობრებს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით მოსახლეობის დამოკიდებულება არ შეცვლილა. რაც შეეხება იმ პარტიებსა და პიროვნებებს, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, მე ვამბობ, რომ ისინი დინების საწინააღმდეგოდ ცურავენ,” – განაცხადა ალასანია.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 25, 2015 00:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics