ოპერისა და ბალეტის თეატრის მოწვეული დირიჟორი პოსტს ტოვებს

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია თებერვალი 3, 2015 01:26

ოპერისა და ბალეტის თეატრის მოწვეული დირიჟორი პოსტს ტოვებს

მნიშვნელოვანი

  • დირიჟორი თეატრების შესახებ კანონსაც აკრიტიკებს, რომლის მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრის მუსიკალური დირექტორიც ხდება.

სხვა სტატიები

ოპერისა და ბალეტის თეატრის მოწვეული დირიჟორი პოსტს ტოვებსოპერისა და ბალეტის თეატრის მოწვეული დირიჟორი პოსტს ტოვებს. 12 თებერვალს ჯანლუკა მარჩანო პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტს უდირიჟორებს, რომელიც, დირიჟორის თქმით, მისთვის გამოსამშვიდობებელი საღამო იქნება.

მაესტრო ამბობს, რომ მისი ხედვა ოპერისა და ბალეტის თეატრში არსებულ ვითარებას არ ემთხვევა.

დირიჟორი თეატრების შესახებ კანონსაც აკრიტიკებს, რომლის მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრის მუსიკალური დირექტორიც ხდება.

როგორც მარჩანო ყვება, საკუთარი პოზიციის გასაცნობად მას კულტურის მინისტრთანაც სურდა შეხვედრა, თუმცა, შეხვედრა ვერ შედგა. თავად მიხეილ გიორგაძე კი აცხადებს, რომ დირიჟორს მისთვის შეხვედრის თხოვნით არ მიუმართავს.

ჯანლუკა მარჩანო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მთავარ დირიჟორად 2010 წლიდან იყო მოწვეული.

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია თებერვალი 3, 2015 01:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,934
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics