ოთხ-ხუთ წელიწადში რუსეთს ერთდროულად სამ ფრონტზე ბრძოლა შეეძლება – აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაური

news
: news იანვარი 17, 2015 15:35 განახლებულია

ოთხ-ხუთ წელიწადში რუსეთს ერთდროულად სამ ფრონტზე ბრძოლა შეეძლება – აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაური

რუსეთი საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ზეწოლას გააძლიერებს, – ამ მოსაზრებას ევროპაში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაური გამოთქვამს.

გენერალმა ფრედერიკ ბენ ჰოდჯესმა რუსეთის არმიის მოდერნიზების პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ ოთხ-ხუთ წელიწადში რუსეთს ერთდროულად სამ ფრონტზე ბრძოლა შეეძლება.

მისი თქმით, ამას მოსკოვი ყოველგვარი მობილიზაციის გამოცხადების გარეშე მოახერხებს ისე, რომ დასავლეთს რეაგირებისთვის დროც არ ექნება.

პენტაგონის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ამ დროისთვის რუსეთის ყურადღება უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციაზეა მიმართული და რუსეთის სხვა მეზობლები ჯერ-ჯერობით თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

ჰოდჯესის თქმით, საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, 2 ან 3 წელიწადში სიტუაცია შეიცვალოს და ასეთ შემთხვევაში ისინი რუსეთის მორიგი სამიზნეები გახდებიან.

news
: news იანვარი 17, 2015 15:35 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics