ოთარ დანელია – პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების საკითხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული

news
: news მარტი 24, 2015 11:40 განახლებულია

ოთარ დანელია – პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების საკითხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული

მნიშვნელოვანი

  • სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, მისი პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე დასწრების საკითხი "ბევრ რამეზეა დამოკიდებული", - ასე უპასუხა ოთარ დანელიამ შეკითხვას, დაესწრება თუ არა ის, პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, რომელიც 31 მარტსაა დაგეგმილი.

სხვა სტატიები

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, მისი პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე დასწრების საკითხი “ბევრ რამეზეა დამოკიდებული”, – ასე უპასუხა ოთარ დანელიამ შეკითხვას, დაესწრება თუ არა ის, პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, რომელიც 31 მარტსაა დაგეგმილი.
“ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ჯერ დიდი დროა დარჩენილი. ამიტომ, ვნახოთ. შესაბამისად, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, გვეცლება თუ არა, როგორ ჩამოვყალიბდებით და ა. შ. ამიტომ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა დანელიამ.
კითხვაზე, ხომ არ დაწყებულა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მინისტრებს შორის, დანელია მიიჩნევს, რომ აქ საკონსულტაციო არაფერია.
“მე მგონი, აქ დიდი საკონსულტაციო არაფერია. არ არის ეს რაღაც განსაკუთრებული საკითხი, ამიტომ, მე ამ თემას ძალიან მარტივად ვუყურებ”, – განაცხადა დანელიამ.

news
: news მარტი 24, 2015 11:40 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics