ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ლადო სადღობელაშვილი დირექტივებს საგამოძიებო ნაწილის უფროსიდან იღებს (video)

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 16, 2015 13:11 განახლებულია

ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ლადო სადღობელაშვილი დირექტივებს საგამოძიებო ნაწილის უფროსიდან იღებს (video)

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ “თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელის, ლადო სადღობელაშვილის და საგამოძიებო ნაწილის უფროსის ზუზაძის საუბრის ჩანაწერი აქვს, საიდანაც ჩანს, როგორ არის ჩართული საპატრულო პოლიცია ექსტრემისტული ჯგუფების წახალისებაში.
როგორც ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ბანდები თავს ესხმიან ოპოზიციური პარტიების ოფისებს, მათ შორის, გამგებლები, გუბერნატორები, საკრებულოს წევრები.
“ჩანაწერში ჩანს, რომ საპატრულო პოლიცია ჩართულია ექსტრემისტული ჯგუფების წახალისებაში. ჩანაწერი, რომელიც წარმოვადგინეთ, არის იმ პერიოდში გაკეთებული, როდესაც სადღობელაშვილი იყო დაკავებული. საგამოძიებო ნაწილის უფროს ზუზაძესთან სადღობელაშვილი ჩივის, რომ რამდენიმე პარკი, რომელიც ესროლა “ნაციონალების” ოფისს, არ გასკდა და ზუზაძე მას რჩევას აძლევს, რომ მომავალში შეიძინოს უფრო თხელი პარკები, მასში ჩადოს რამე ნივთი, რომ პარკი გასკდეს და დაზიანდეს “ნაციონალების” ოფისი”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია.
“სახელმწიფოს ჩართულობა ექსტრემისტულ ჯგუფებში, მათი წაქეზება, ეს ნიშნავს, ქართული სახელმწიფოს დეგრადაციას. ამ პირობებში უმნიშვნელოვანესია, რომ 21 მარტს გამოვიდეს ქართული მოსახლეობა მშვიდობიან აქციაზე და გააპროტესტოს ამ ხელისუფლების ქმედებები. ქართველი ხალხი არ შეეგუება ამ პროცესებს. პოლიცია და თვითმმართველობა ექსტრემისტების ხელშემწყობი ორგანიზაციები არ უნდა გახდეს”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ჩანაწერში, რომელიც დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გაასაჯაროვა, ლადო სადღობელაშვილი საუბრობს, რომ აქციაზე, რომელზეც ის იმყოფებოდა, დაგეგმილი ჰქონდა პარტიის ოფისისთვის პარკების სროლა, თუმცა პარკები არ გასკდა. ამასთან, სადღობელაშვილი აცხადებს, რომ მისი დაკავება, საერთოდ, მისი ორგანიზაციის არსებობა “ზემოთ” შეთანხმებულია.

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 16, 2015 13:11 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics