ნოდარ ხადური: ჩვენ მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი და 5 მარტს ინფორმაცია მას წარვუდგინეთ

news
: news მარტი 7, 2015 17:08

ნოდარ ხადური: ჩვენ მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი და 5 მარტს ინფორმაცია მას წარვუდგინეთ

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკური სტაბილიზაციის გეგმის წარმოდგენასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ანგარიშვალდებული მთავრობის წინაშეა .
როგორც ხადურმა ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, აღნიშნულის შესაბამისად, მან და ეკონომიკის მინისტრმა 5 მარტს ინფორმაცია მთავრობას წარუდგინეს.
“ჩვენ საქართველოს მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი და მთავრობას წარვუდგინეთ კიდეც 5 მარტს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილია”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას შეახსენებს, რომ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა აქვთ წარმოსადგენი. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს. აღნიშნულ შეხვედრაზე ჩვენი მოწვევის მიუხედავად, გაურკვეველ მიზეზთა გამო არ იმყოფებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. შეხვედრის შედეგად საქართველო მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტს და საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ წარმოადგენდნენ სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით 5 მარტს. სამწუხაროდ, ამ დრომდე მსგავსი გეგმა წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვინდა შევახსენოთ პროცესში მონაწილე ყველა პირს საზოგადოების წინაშე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, წარმოდგენილ იქნას სავლუტო სტაბილიზაციის გეგმა”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

news
: news მარტი 7, 2015 17:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics