ნოდარ ხადური: საქართველოს ბიუჯეტს ლარის კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საქართველოს ბიუჯეტს არც 2014 წლის ბოლოს და არც 2015 წლის დასაწყისში ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
“მინდა გითხრათ, რომ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთეთ სერიოზული ანალიზი და გამოვაქვეყნეთ. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, საქართველოს ბიუჯეტს არც 2014 წლის ბოლოს და არც მითუმეტეს, 2015 წლის დასაწყისში ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია”, – განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოში ხდება ის პროცესები, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს.
“უნდა აღინიშნოს ძალიან ცალსახად, რომ ქართული ვალუტის პოზიციების დათმობა არის გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე არის ჩვენს მეზობელ და არა მარტო მეზობელ ქვეყნებში”, – განაცხადა ხადურმა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარის შეძენა 2,0311 ლარად არის შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე ივანიშვილთან დებატებისთვის მზად არის
შემდეგი სტატია„მანდრინების“ შემოქმედებით ჯგუფი ოსკარის ცერემონიაზე გასამგზავებლად ემზადება