ნოდარ ხადურის თქმით, იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი დაბალი იყო

news
: news თებერვალი 10, 2015 14:41

ნოდარ ხადურის თქმით, იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი დაბალი იყო

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ლარის კურსის მდგომარეობას თვალს ადევნებს და პროცესებს აკონტროლებს.

სხვა სტატიები

საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ლარის კურსის მდგომარეობას თვალს ადევნებს და პროცესებს აკონტროლებს.

ნოდარ ხადურმა იანვრის მონაცემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იანვარში ოპერაციულ დონეზე ბიუჯეტი პროფიციტული იყო.

“ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იანვარში არ ყოფილა დაწოლა, ანუ ოპერაციულ დონეზე ბიუჯეტი იყო პროფიციტული, ანუ შემოსავლებმა გადააჭარბა ხარჯებს და უახლოესი თვეების განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება იმ დედნის მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენი მხრიდან, ბიუჯეტის მხრიდან გაცვლით კურსზე დაწოლა არ არის,“ – განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, ინფლაცია გასულ თვეს იყო დაბალი.

“ჩვენ ისედაც ვამბობდით, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იყო დაბალი. მე ამ დილითაც მქონდა კომუნიკაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ეროვნული ბანკი აკონტროლებს სიტუაციას და ის მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს,” – განაცხადა მინისტრმა.

news
: news თებერვალი 10, 2015 14:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,381
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics