ნინო წულეისკირი: თუ ჩვენ არ გვეყოლება ჯანმრთელი ქალი –მისი განათლება და ჩართვა პოლიტიკაში კარგავს თავისს შინაარსს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერა XXI“–მ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მუშაობა ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიწყო. როგორც მისი დირექტორი ნინო წულეისკირი ამბობს „მაშინ ამ სფეროზე ხმამაღლა არც კი საუბრობდნენ“. დღეს კი ჰერა XXI რეპროდუქციის კუთხით მომუშავე  წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა.  ასოციაციის ინიციატივით, რეპროდუქციული ჯანრთელობის სფეროში არაერთი ინოვაციური პროგრამა  შესრულდა. ასოციაცია აქტიურად ამზადებს  ჩრდილოვან ანგარიშებს და მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში რეპროდუქციული მდგომარეობის შესახებ  საქართველოს საჭიროებებზე , პრობლემებსა და მოგვარების გზებზე საუბრობს.  2014 წლის ზაფხულში ჰერა XXI-მ მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვირის კომიტეტის რიგით 58–ე სესიაში. ასოციაციამ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.  უფრო დეტალურად კი ამის შესახებ ასოციაციის დირექტორის ნინო წულეისკირის ინტერვიუდან შეიტყობთ:

  • ქალბატონო ნინო რას ნიშნავს ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობა?
  • თავდაპირველად გეტყვით, რომ 15 წელზე მეტი გამოცდილება გვაქვს რეპროდუქციის სფეროში მუშაობის. არაერთი პროგრამა და პროექტი გვაქვს შერულებული ამ თემაზე. რას წარმოადგენს რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებები?! – ეს თემა პირდაპირ დაკავშირებულია ქალის ჯანმრთელობასთან. დღეს საზოგადოებისგან ისმის საკთხები და პრობლემები რომელიც დაკავშირებულია ქალთან და მის კეთილდღეობასთან.  კონკრეტულად კი ქალის როლი პოლიტიკაში , ქალზე ძალადობა, გენდერული თანასწორობა. სამწუხაროდ არანაირად არ ჟღერს საკითხი ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა,   რაც არის მდედრობითი სქესის კეთილდღეობის წინაპირობა. თუ ჩვენ არ გვეყოლება ჯანმრთელი ქალი –მისი განათლება, ჩართვა პოლიტიკაში და გენდერული თანასწორობა კარგავს თავისს შინაარსს. ეს თემა არ არის პოპულარული, საკმაოდ პერსონალური და სენსიტიურია, მაგრამ უნდა შეეცადოთ და შევძლოთ ამ თემებზე საუბარი.

რეპროდუქციული ჯანმრთელობა ეს არის ფიზიკური, სოციალური და მენტალური კეთილდღეობა. არა მხოლოდ ქალის არამედ მამაკაცას როგორც ქალის პარტნიორის. ეს არ არის რაღაც ავადობის არ არსებობა ეს უფრო ფართო ცნებაა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის პუბერტაციის პერიოდიდან და ხშირ შემთხვევაში გრძელდება 50 წლამდე  და მეტი. დაკავშირებულია რეპროდუქციულ პროცესებთან, რეპროდუქციული ორგანოების სწორ ფუნქციონირებასთან, სწორ  რეპროდუქციულ ქცევასთან, რაზედაც ყველა ინდივიდს, ადამიანს, ყველა ქალს უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია. ამ ყოვლადმომცველი და თანამედროვე ინფორმაციის საფუძელზე არჩევნის გაკეთების საშუალება. რაც გააძლიერებს ქალს და გახდის თვითპასუხისმგებელს თავის რეპროდუქციულ ქცევაზე. რეპროდუქციული ჯანმრთელობის დიდ ქოლგაში შედის ისეთი საკითხები როგორებიცაა: უსაფრთო დედობა, უსაფრთხო ბავშვობა, ოჯახის დაგეგმვის სერვისები,  კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე ხელმისაწვდომობა, უსაფრთხო აბორტის საკითხი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილება – მათ შორის აივ–ინფექცია შიდსის პრევენცია. თითოეული საკითხი საკმაოდ ფართო და ყოვლად მომცველია. მათ განსაკუთრებული მიდგომა, პროფესიონალიზმი, ცოდნა და დაკვირვება სჭირდება.

  • ქალბატონო ნინო რას ნიშნავს ოჯახის დაგეგმვის სერვისი და რა მნიშნელობა აქვს მას ადამიანის , ქალის ცხოვრებაში?
  • ოჯახის დაგეგმვის თემა არის მნიშვნელოვანი და ყველაზე ეფექტური სტრატეგია ქალის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. ეს სტრატეგია აღიარებულია საერთაშორისო კვლევებით. ოჯახის დაგეგმვა პირველ რიგში ეს არის პროცესი, როდესაც ქალი თითონ წყვეტს როდის, რამდენი და რა შუალედით იყოლიოს შვილი. შესაბამისად  ოჯახის დაგეგმა ქალს აძლევს საშუალებას დაგეგმოს თავისი ფეხმძიმობა და დაიცვას ინტერვალი. სწორი ინტერვალი კი  ორგანიზმს რესურსის აღდგენის საშუალებას აძლევს.  როდესაც ფეხმძიმობა დაგემილია და ორგანიზმი უფრო ძლიერია მცირდება მშობიარობის დროს  სიკვდილიანობის რიცხვი როგორც დედების ასევე ჩვილების. იზრდება შანსი უფრო ჯანსაღი შვილის ყოლის.  18 წლამდე ახალგაზრდა გოგონებში ფეხმძიმობა 4 ჯერ ზრდის დედათა–და შვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს.
  • ამბობენ, რომ კონტრაცეფცია ეს აბორტის ალტერნატივაა. თუ შეიძლება უფრო რომ განგვიმარტოთ ეს საკითხი.
  • კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების გამოყენების დროს ქალი დაუგეგმავი ორსულობისგან და შესაბამისად აბორტისგანაა დაცული. ნამდვილად, კონტრაცეფცია ალტერნატივა და ქალი თავის იცავს აბორტის შემდგომი და მასთან ასოცირებული გართულებებისგან. ეს უკვე მსოფლიოში დადგენილია.  კვლევებმა  აჩვენეს, რომ 25– 35 %–ით  იკლებს ქალის სიკვდილობის მაჩვენებელი როცა ხდება კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების გამოყენება. ოჯახი დაგემვა ქალის გაძლიერების კუთხითაც  და უფლებრივი თვალსაზრისითაც ერთგვარი გარანტიაა.  ქალი რომელსაც აქვს საშუალება თვითნ მართოს თავისი ცხოვრება, თვითონ გასაზღვროს როდის იყოლიოს და გაჩინოს შვილი  აქვს საშულება დაგეგმოს როდის მიიღოს განათლება,  დაგეგმოს როდის გაიზარდოს კარიერულად. შესაბამისად ეს უკვე შესაძლებლობას აძლევს გაძლიერდეს ეკონომიურად. ეკონომიურად ძლიერ ქალს შეუძლია თავისი უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორების დაბალანსება. უკვე თვითონ გრძნობს პასუხისმგებლობას და მართავს პროცესებს.
  • როგორც სფეროს ექსპერტს მინდა გკითხოთ რა გამოწვევების წინა დგას დღეს რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მასთან დაკავშირებული უფლებები საქართველოში?
  • ბოლო წლებში დადებითი ტენდენციები აღინიშნება, როგორც კონტრაცეპტივების გამოყენების ასევე დაუგეგმავი აბორტების რაოდენობის კუთხით. გაზრდილია ინფორმაციულობის კუთხე – ამას 2010 წელს ჩატარებული კვლევები ცხადყოფს. თუმცა ჯერ კიდევ არასახარბიელო  მდგომარეობაა, დიდ ძალისხმევას და სწორ მიდგომას საჭიროებს.  საზოგადოების მხოლოდ 35% გამოიყენებს და აქვს ხელმისწავდომობა კონტრაცეფტივებზე. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ფერტილურობის რეგულაციისთვის გამოიყენებენ აბორტს , როგორც ოჯახის დაგემვის სერვისს.  რაც შეეხება სახელწიფოს პოლიტიკას:  ჯერ ოჯახის დაგეგმვის სტრატეგია არ არის ინტეგრირებული უსაფრთხო დედობის მიდგომების კონტექსტთან.  არ არებობს დაფინანსება ამ კუთხით. სამწუხარო ხელმისაწვდომი არ არის სერვისები სოფლად  მცხოვრები მოსახლეობისთვის. მე ვგულიხმობ ტერიტორიულ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას. სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის ეს საკითხი არ იფარება და საყოველთაო ჯანდაცის პროგრამით არ არის გათვალისწინებული. არ არის ახალგაზრდული, მეგობრული სერვისები. არა არის ისეთი რეპროდუქციული სერვისები, რომლებიც  ითვალისწინებს აივ–ინფიცირებულების საჭიროებებს. ეს ჯგუფები ჯერ კიდევ განიცდიან დისკრიმინაციას და საჭიროებენ განსაკუთრებულ მიდგომას. სოფლის სამედიცინო მედ–პერონალი არ არის ინფორმირებული კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე.  ამ სფეროს დაფინანსება უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი.  ჩვენ ჯერ კიდევ, სამწუხაროდ დამოკიდებული ვართ დონორებზე. სახელმწიფოს როლი კი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ  სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის გარემო რომელიც საკმარისი იქნება მოსახლეობისთვის და ზუსტად მან უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის  მოთხოვანები.
  • ჰერა XXI მ მონაწილეობა მიიღო გაეროს CEDAW კომიტეტის 58–ე სესიაში. რას გვეტყვით იმ რეკომენდაციებზე რომელიც მათ საქართველოს მთავრობის მისამართით დადეს?
  • ჩვენი, ადამიანების უფლებებს პირველ რიგში იცავს და უნდა იცავდეს სახელმწიფო. სახელმწიფოა პირველი ინსტანცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა და მისი მაღალი სტანდარტი. ამას ავალდებულებს მას კონსტიტუცია და ის საერთაშორისო პაქტები, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა. საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა უნივერსალურ დეკლარაციას. შეერთება და რატიფიცირება ნიშნავს გარკვეული ვალდებულებების აღებას.  ეს ნიშნავს, რომ  გარკვეული კომიტეტები აკვირდებიან  საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ერთგვარად მუდმივ მონიტორიგს აწარმოებენ და ითხოვენ ვალდებულებების შესრულებას.  საქართველოს მთავრობა კი მათთვის, პერიოდულად ამზადებს ანგარიშებს. ჩრდილოვან ანგარიშებს ამზადებს არასამთავრობო სექტორიც. წელს ანგარიშები ისმინებოდა ჟენევაში გაეროს ორ კომიტეტში.  ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა და ყურადღება გავამახვილეთ რეპროდუქციულ სფეროში არებულ პრობლემებზე. კერძოდ ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: ადრეული ქორიწინება , უსაფრთხო აბორტი, ხელმისაწვდომობა კონტრაცეპტივების თანამედროვე მეთოდებზე, სელექტიური აბორტი.  დისკიმინაციისგან  თავისუფალი და კომფორტული გარემოს შექმნა.

კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ანგარიში და  გამოიტანეს რეკომენდაციები. სახელმწიფო ვალდებულია მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ეს რეკომენდაციები გაითვალისწინოს. რეკომენდაციების ადრესატებია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტები.  განათლების კუთხით რეკომენდაცია გაიცა, რომ უნდა დაინერგოს სასწავლო პროგრამა, რომელიც ითვალისიწინებს რეპროდუქციული და სქესობრივი უფლებების სწავლებას.  ჯანდაცვას რაც შეეხება აქ ხაზი გაესვა იმ საკითხებს რაც ჩვენს ანგარიშშიც იყო მითითებული. კერძოდ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე. უნდა იქნას მიღებული ზომები სელექტიურ აბორტთან და ნაადრევ ქორწინებასთან საბრძოლველად. უნდა იყოს აღმოფხვრილი დისკრიმინაციული გარემო.

  • რამდენიმე კვირის წინ ხელი მოეწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. ამ ფაქტის გათვალისწინებით რა მნიშვნელობა აქვს რეკომენდაციების შესრულებას საქართველოსთვის?
  • ქვეყანამ რომელსაც აქვს არჩევანი გაკეთებული და არჩეული აქვს ევროპული გზა უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები რათა დაუახლოვდეს ამ სივრცეს. ნაბიჯები რომელიც წინ წაგვწევს. რეკომენდაციების შესრულება ეს უკვე ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში განხორციელებული ქმედება იქნება. რადგან გაეროს კომიტეტები მნიშნელოვანი საერთაშორისო სტრუქტურებია. მათი შესრულება  დოკუმენტის რეალიზაციის ერთ–ერთი მნივნელოვანი, წინ წაწეული ნაბიჯი იქნება.
  • და ბოლოს, ჰერა XXI-ს ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სად ხედავთ თქვენ თავს ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესში და რას სთავაზობთ ხელისუფლებას?

15 წლის მანძილზე ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა დაგროვდა. შევასრულეთ არაერთი პროგრამა და ვაწარმოეთ არაერთი კვლევა. ჩვენი  მიზნობრივი ჯგუფი მოსახლეობაა, მათი საჭიროებების და პრობლემების იდენტიფიცირებაა და ლობირება. სახელმწიფოს შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენი გამოცდილება, პარტნიორობა. დავგეგმოთ გარკვეული ნაბიჯები მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. ღია ვართ დიალოგისთვის, დისკუსიისთვის.  ვთავაზობთ ჩვენს რესურს. ჰერა XXI-ს ინიციატივით შექმნილია კოალიცია, რომელშიც 15 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული. კოალიციაში შემავალ თითოეულ ორგანიზაციას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს  ქალთა საჭიროებებზე მუშაობის. ხელისუფლებას ეს რესურსიც შეგვიძლია დავახმაროთ.  ვფიქრობ ერთად უფრო შევძლებთ  გავაუმჯობესოთ  ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და უფლებები.

 

მომზადებულია ასოციაცია ჰერა XXI-ს მიერ

 

 

 

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში გენმოდიფიცირებული ბავშვების გაჩენა კანონდება
შემდეგი სტატიარუსეთის ყოფილი პრემიერი ტელეკომპანია ,,ენ ტე ვე,,ს უჩივის