ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” ერთსულოვანი განწყობა არ არსებობს

news
: news მარტი 2, 2015 20:52 განახლებულია

ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” ერთსულოვანი განწყობა არ არსებობს

მნიშვნელოვანი

  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" ერთსულოვანი განწყობა და ერთიანი გადაწყვეტილება არ არსებობს.

სხვა სტატიები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” ერთსულოვანი განწყობა და ერთიანი გადაწყვეტილება არ არსებობს.
პარლამენტში არსებული ინფორმაციით, ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქციის დღევანდელ დახურულ სხდომაზეც იმსჯელეს. ფრაქციის წევრები არაოფიციალურ საუბრებში ადასტურებენ, რომ კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ფრაქცია ერთიან პოზიციაზე არ დგას. ძირითადად საუბარია დეპუტატებზე, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით ღია განცხადება გამოაქვეყნეს.
ამასთან დაკავშირებით ფრაქციის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს ფორმატში მიიღებენ. მისი მოადგილე სოსო ჯაჭვლიანი კი განმარტავს, რომ როცა საუბარია პოსტზე, სადაც კანდიდატურა 10-წლიანი ვადით ირჩევა, მასთან დაკავშირებით საჭიროა მეტი მსჯელობა.
ფრაქცია “ქართული ოცნება” ნინო გვენეტაძეს ჯერ არ შეხვედრია, მაშინ, როცა უმრავლესობაში შემავალმა თითქმის ყველა ფრაქციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმინა.

news
: news მარტი 2, 2015 20:52 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics