ნიკა მელია – როცა 50 ათასი ადამიანი გამოდის ქუჩაში, უნდა მიხვდე, რომ შენით წახვიდე

news
: news მარტი 21, 2015 19:21 განახლებულია

ნიკა მელია – როცა 50 ათასი ადამიანი გამოდის ქუჩაში, უნდა მიხვდე, რომ შენით წახვიდე

მნიშვნელოვანი

  • კაბინეტებში, მიაღწევს მათ "ჯიპებში". ოლიგარქმა მართლაც საოცარი აფიორა ჩაატარა, ერი, რომელიც რომელიც სრულიად სხვა რამეს ელოდა, შეურაცხყოფილი და მოტყუებულია. როცა 50 ათასი ადამიანი გამოდის ქუჩაში მაშინ, როცა სულ რამდენიმე წლის არჩეული ხელისუფლება ხარ, უნდა მიხვდე, რომ შენით წახვიდე", - აღნიშნა მელიამ.

სხვა სტატიები

“თავისუფლების მოედანზე”, რუსთაველის გამზირზე შემთხვევით არასდროს იკრიბება საზოგადოება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მელიამ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საზოგადოება “უნიათო მთავრობამ” აიძულა, გასულიყო ქუჩაში.
“კიდევ ერთხელ შევხედოთ ერთმანეთს, რათა დავინახოთ თუ რამდენი ადამიანია, ვისაც ვერასოდეს ვერ გააჩუმებენ, თუ რამდენი ადამიანია მზად იბრძოლოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, თუ რამდენი ადამიანია მზად ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხოს უპასუხისმგებლობა, უნიათობა, უსამართლობა. გვინდა ხელისუფლებას თქვენი სახელით მივმართოთ, რათა კარგად დაიმახსოვროს ის, რაც ისედაც ძალიან კარგად იცის – აქ, “თავისუფლების მოედანზე”, რუსთაველის გამზირზე შემთხვევით არასდროს იკრიბება საზოგადოება, შემთხვევით არავის გამოჰყავს გარეთ საზოგადოება. საზოგადოება გამოდის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას აიძულებს ხელისუფლება და სამწუხაროდ, ჩვენმა უნიათო და უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ დღეს საზოგადოება აიძულა გამოსილიყო იმ მოედანზე, იმ გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის არაერთი ბრძოლა გამართულა. ყველა ბროლა ყოველთვის დასრულებულა საზოგადოების გამარჯვებით. დღევანდელი დღეც არის ამ გზის დასაწყისი და ამ გზას ჩვენ აუცილებლად გავივლით”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ “უნიათო მთავრობა და უნიათო ოლიგარქი ქვეყანას აუცილებლად მოშორდება”.
“თქვენი ანთებული თვალები, თქვენი გული, თქვენი სულისკვეთება არის იმის ნიშანი, რომ საზოგადოება აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს უნიათო მთავრობა მოშორდება ამ ქვეყანას, ეს უნიათო ოლიგარქი, რომელიც წამოაჯდა თბილისს სოლოლაკის თავზე, შუშის კოლბაში, აუცილებლად წავა, აუცილებლად ჩამოშორდება ხელისუფლებას. ჩვენს მოთმინებასაც, საზოგადოების მოთმინებასაც აქვს საზღვარი. აღარ უნდა ველოდოთ ხელისუფლებას, რომელიც ერთი მეორეზე მოღალატეობრივ ნაბიჯებს დგამს, რათა არ გადავიჩეხოთ იმ უფსკრულში, საიდანაც ვეღარ გამოვალთ. სწორედ ამიტომ ჩვენ, ყველამ ერთად, დღეს აუცილებლად უნდა დავიწყოთ ამ ხელისუფლების მშვიდობიანად გაშვება სახლებში. ჩვენი ხმა აუცილებლად მიაღწევს მათ კაბინეტებში, მიაღწევს მათ “ჯიპებში”. ოლიგარქმა მართლაც საოცარი აფიორა ჩაატარა, ერი, რომელიც რომელიც სრულიად სხვა რამეს ელოდა, შეურაცხყოფილი და მოტყუებულია. როცა 50 ათასი ადამიანი გამოდის ქუჩაში მაშინ, როცა სულ რამდენიმე წლის არჩეული ხელისუფლება ხარ, უნდა მიხვდე, რომ შენით წახვიდე”, – აღნიშნა მელიამ.

news
: news მარტი 21, 2015 19:21 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics