ნიკა მელია პროკურატურას საკრებულოს საკონკურსო გასაუბრებაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

„ეს იყო სტიქიური უბედურება. ბუნების აჯანყება,“ - ასეთი შეფასება აქვს ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, რომელიც მომხდარ სტიქიაზე გადაცემა არჩევანში საუბრობდა. ნიკა მელია გადაცემა არჩევანში ქალაქის მერს დავით ნარმანიას მისი საუბრის ტონის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ერთ გვირაბამდე მიზეზების დაყვანა არ არის გამართლებული.მელიას თქმით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შესაბამისად პასუხისმგებელ ადამიანს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ავტო-მაგისტრალის გადაკეტვისა და სვანეთის ქუჩის ევაკუაციის შესახებ. „დღეს შენიშნეს შავი ღრუბელი და გამოაცხადეს ევაკუაცია. 3 ივნისს იყო ძლიერი წვიმა, როდესაც დაიტბორა სვანიძის ქუჩა და ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ძაღლები დაიხოცა. ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი, რომ, როდესაც სტიქია განმეორდებოდა, ეს ტერიტორია ისევ დაიტბორებოდა“ - აცხადებს ნიკა მელია. ნიკა მელია ხელისუფლების მხრიდან საქმის გამოძიების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც აფასებს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა გამოძიებისთვის მზად არის.

ნიკა მელია პროკურატურას საკრებულოს საკონკურსო გასაუბრებაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის განცხადებით, კახა ბუსკივაძის თავისუფლების აღკვეთის პროცესში სუს-ის თანამშრომელი, არჩილ ბებიაშვილი, იყო ჩართული. დირექტივებს კი ის სუს-ის სამმართველოს უფროსისგან, დაჩი ჯაფარიძისგან, იღებდა.

დღესვე სარჩელის შეტანას კახა ბუსკივაძის ადვოკატიც გეგმავს.

გოგა ონიანი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გეგი ნიჟარაძის, წინააღმდეგ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების და ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის კანცლერი ოფიციალური ათენისთვის საგარეო ვალის ჩამოწერას გამორიცხავს
შემდეგი სტატიასაპროტექტო აქცია ზუგდიდიში- გაიმარტება თუ არა ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაცია?