ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილ სამგლოვიარო მარშში 50 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს (fOTO)

news
: news მარტი 1, 2015 17:17 განახლებულია

ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილ სამგლოვიარო მარშში 50 ათასზე მეტი  ადამიანი მონაწილეობს (fOTO)

მოსკოვში ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარშიბორის ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილი სამგლოვიარო მარშის ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობაში დაახლოებით 50 ათასი ადამიანი მონაწილეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, სამგლოვიარო მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია არა ხალხის მასა, არამედ თითოეული ადამიანი, რომელიც ამ ღონისძიებას ესწრება.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. ვფიქრობ, მარშში 50 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს”, – განაცხადა ლეონიდ ვოლკოვმა.
სამგლოვიარო მარშის მონაწილეები სკანდირებენ: “რუსეთი პუტინის გარეშე!”, “არა ომს!”, “თავისუფლება ნადეჟდა სავჩენკოს!”. შეძახილებს შორის გაისმა “დიდება უკრაინას”, თუმცა ეს შეძახილი მალევე შეწყდა.
მოსკოვის მილიცია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით სამგლოვიარო მარშში 7 ათასი ადამიანი მონაწილეობს.

moskovi

moskovi

moskovi

news
: news მარტი 1, 2015 17:17 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics