ნემცოვის ქალიშვილი: მკვლელობა კრემლის სრული მხარდაჭერით მოხდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 9, 2015 15:49

ნემცოვის ქალიშვილი: მკვლელობა კრემლის სრული მხარდაჭერით მოხდა

ნემცოვის ქალიშვილი: მკვლელობა კრემლის სრული მხარდაჭერით მოხდაბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარი ფიგურები არ დაისჯებიან, განაცხადა მოკლული პოლიტიკოსის ქალიშვილმა ჟანნამ გერმანულ გაზეთ Bild am Sonntag-თან საუბრისას.
ბორის ნემცოვის უფროსმა ქალიშვილმა რუსეთის მთავრობა მამის მკვლელობის თანამონაწილეობაში დაადანაშაულა. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობაა“ განაცხადა მან გუშინ გერმანულ გამოცემასთან. ის ასევე დარწმუნებულია, რომ მკვლელობა მთავრობის სრული ხელშეწყობით მოხდა და რომ „შემსრულებლები დარწმუნებულები იყვნენ და არიან იმაში, რომ მათ არავინ დასჯის. ის მოკლეს იმიტომ, რომ კრემლის წინააღმდეგი იყო. ეს ცხადია“ – თქვა ნემცოვის ქალიშვილმა.
ამასთანავე ის დარწმუნებულია, რომ დანაშაული არ იქნება გამოძიებული: „ვიღაცას დასჯიან, მაგრამ ეს არ იქნება ის, ვინც სინამდვილეში ჩაიდინა“ – ხაზგასმით აღნიშნა მან. ნემცოვის ქალიშვილმა ასევე თქვა: „რუსეთში ვერ ვხედავ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ოპოზიციამ საკუთარი ლიდერი დაკარგა.“

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 9, 2015 15:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics