ნემცოვის მოხსენებას უკრაინაზე, მისი თანამებრძოლები აპრილში გამოაქვეყნებენ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 15, 2015 12:47

ნემცოვის მოხსენებას უკრაინაზე, მისი თანამებრძოლები აპრილში გამოაქვეყნებენ

მნიშვნელოვანი

  • ,,დამუშავებულია ნემცოვის მიერ უკრაინის კონფლიქტზე მოგროვებული მასალების უდიდესი ნაწილი უკვე დამუშავებულია და მის გამოქვეყნებას აპრილში ვაპირებთ,, განუცხადა ,,ბიბისის,, მოსკოვში მოკლული რუსეთის ოპოზიციის ერთერთი ლიდერის ბორის ნემცოვის მეგობარმა და თანამებრძოლმა, ილია იაშინმა.

სხვა სტატიები

CAH81lmUQAAIPjx,,დამუშავებულია, ნემცოვის მიერ უკრაინის კონფლიქტზე მოგროვებული მასალების უდიდესი ნაწილი და მის გამოქვეყნებას აპრილში ვაპირებთ,, განუცხადა ,,ბიბისის,, მოსკოვში მოკლული რუსეთის  ოპოზიციის ერთერთი ლიდერის ბორის ნემცოვის მეგობარმა და თანამებრძოლმა, ილია იაშინმა.

იაშინის განცხადებით, მოხსენების გამოქვეყნებამდე, რომელზეც  ბორის ნემცოვი სიკვდილის წინა პერიოდში მუშაობდა, აპირებენ ექსპერტთა დიდ ჯგუფს გააცნონ მასალები, რათა დასკვნაში მათი მოსაზრებებიც მოხვდეს.

,,მასალების ნაწილი ნემცოვის კომპიუტერში იყო, რომელიც გამოძიებამ წაიღო, თუმცა მასალების დიდი ნაწილს ის, პარტიის ოფისში და იმ ხალხთან ინახავდა, ვინც მას ეხმარებოდა ამ მოხსენების მომზადებაში… ამიტომ ჩვენ თავი მოვუყარეთ მნიშვნელოვან მასალებს, რომელტა შორის აქამდე გაუხმაურებელი ახალი ფაქტებიც იქნება,, განაცხადა იაშინმა.

ცნობილია, რომ მოხსენებაში საუბარი იქნება კრემლის პოლიტიკურ და სამხედრო ჩარევაზე უკრაინის კონფლიქტში და რუსების დანაკარგებზე აღმოსავლეთ უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში, რომელშიც რუსეთი მონაწილეობას უარყოფს.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 15, 2015 12:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics