ნემცოვის მკვლელობისათვის დაკავებული ჩეჩენი პუტინის ჯილდოს მფლობელია

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 7, 2015 22:29 განახლებულია

ნემცოვის მკვლელობისათვის დაკავებული ჩეჩენი პუტინის ჯილდოს მფლობელია

მნიშვნელოვანი

  • რუსულ და უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილთაგან ერთერთი, ჩეჩენი ეროვნების ზაურ დადაევი პუტინის ჯილდოს, მამაცობისათვის ორდენის მფლობელია..

სხვა სტატიები

235420რუსულ და უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილთაგან ერთერთი, ჩეჩენი ეროვნების ზაურ დადაევი, რამზან კადიროვის თანამებრძოლი და  პუტინის ჯილდოს, მამაცობისათვის ორდენის, მფლობელია…

ვრცელდება ჩეჩნეთის ხელმძღვანელისა და ხელისუფლების ოფიციალური ინტერნეტ პორტალის მიერ, 2010 წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც რუსეთის შინაგანი ჯარის 46 ცალკეული ბრიგადის  შექმნის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ეხება… მასალაში ნათქვამია,  რომ საზეიმო ღონისძიებაზე, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა, 46 ბრიგადის მეომრებზე შემდეგი სიტყვები თქვა: ,,ამ ქვეგანაყოფში არიან მებრძოლები, რომლებმაც პირველი დღეებიდანვე, ჩემთან ერთად დაიწყეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და დღეს ისინი ქვეყნის ხელმძღვანელისაგან ჯილდოებს მიიღებენ,,

მასალაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 46 ბრიგადის 5 მებრძოლი,  მამაცობის ორდენით დაჯილდოვდა, რომელთა შორის სერჯანტი ხაურ დადაევიც იყო…

შეგახსენებთ, რომ დღეს 7 მარტს, რუსეთის ფე-ეს-ბეს შეფის ალექსეი ბორტნიკოვის განცხადებით, სამართალდამცავების მიერ დაკავებულიქნა ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ჩეჩენი ეროვნების 2 პირი, ზაურ დადაევი და ანზორ გუბაშოვი.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 7, 2015 22:29 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,175
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics