„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე, ავთენტურობასთან პრობლემა არ აქვს– ლადო სადობელაშვილი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 16, 2015 13:40

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე, ავთენტურობასთან პრობლემა არ აქვს–  ლადო სადობელაშვილი

მნიშვნელოვანი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე, ავთენტურობასთან პრობლემა არ აქვს– „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადობელაშვილი

სხვა სტატიები

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე, ავთენტურობასთან პრობლემა არ აქვს „თავისუფალი თაობის“ ლიდერს ლადო სადობელაშვილს. არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩაწერილი საუბარი, მასსა და ორ სამართალდამცავს შორის დაახლოებით თვე ნახევრის წინ წინ არის ჩაწერილი, თუმცა ვერ ხვდება რა მაკრომპრომიტებელი ნახეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ამ ფარულ ჩანაწერში. ლადო სადღობელაშვილი ხელისუფლებას და შს მინისტრს მიმართავს დაინტერესდნენ, როგორც აღმოჩნდა პატრულის მანქანაში ჩაწერილი საუბარი, ოპოზციური ძალის ხელში

„არ ვიცი ამაში მაკომპრომიტირებელი რა ნახეს. მე პირადად უსმენდი ამ ჩანაწერს და ვერაფერი კომპრომატი მე იქ ვერ დავიჭერე. ბოლო ფრაზა შეიძლება იყოს აღქმული კომპრომატად. როდესაც შეთანხმებაზეა საუბარი, სადაც მე ვპასუხობ, რომ ჩვენ შეთანხმება არ გვჭირდება და ჩვენი არსებობა უკვე შეთანხმებულითქო. ჩვენი არსებობა მართლა არის შეთანხმებული იმ მოსახლეობასთან რომლებმაც 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა უარი და მიხარია რომ ასე განვითარდა ჩვენი ორგანიზაცია და ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ძალიან საყურადღებოა, რომ ეს არის „ნაციონალების“ მიერ გავრცელებული ჩემსა და პატრულს შორის ცოტა ხუმრობის აუდი ჩანაწერი, ერთადერთი ის არის რომ მე გული მწყდება, რომ დღესაც არიან სამინისტროში ისეთი ადამიანები რომლებიც ფარულად მუშაობენ „ნაციოანლურ მოძრაობაზე,“ ფარულად მწერენ მე და დარწმუნებული ვარ სხვასაც წერენ . ამას ყურადღება უნდა მიაქციოს ხელსუფლებამ, შს მინისტრმა იმიტომ, რომ მის რიგებში დაახლოებით, ოცმეთთაურებში არიან ადამიანებიი რომლებიც ფარულად თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ჩემს პირად საუბრებს ასაჯაროებენ, ეს უკვე არის სისხლის სამართლის საქმე და იმედია ამაზე ხელისუფლებას რეაგირება უჩემოდაც ექნება თუ არა და მე მაქვს პირადად პრეტენზია საიდან აღმოუჩნდა „ნაციონალურ მოძრობას“ ჩემი პირადი საუბარი პატრულთან. იქ ორი პატრულის თანამშრომელი იყო. ეს არის დაახლოებოთ ერთი თვის წინანდელი ფარული ჩანაწერი, როდესაც საღებავი ჩავასხით პარკში და არ გავისკდა და მე მახოვს კარგად ეს დღე და აქცია. მე იმ პოლიციელის სახელი ვიცის და მე აუცილებლად დავწერ უახლოეს საათებში განცახდებას და იმედია ხელისუფლება სწორ და მმართებულ რეაგირებას გააკეთებს“,-განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა

წყარო: პირველი რადიო

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 16, 2015 13:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics