“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები აქციაზე საქართველოს, ევროკავშირის, ნატოს და უკრაინის დროშებით მივიდნენ

news
: news მარტი 21, 2015 15:22

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები აქციაზე საქართველოს, ევროკავშირის, ნატოს და უკრაინის დროშებით მივიდნენ

მნიშვნელოვანი

  • თბილისში, "კოლმეურნეობის მოედანზე" მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს მხარდამჭერები კახეთიდან შეუერთდნენ. კახეთიდან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, რომლებიც დღევანდელ საპროტესტო აქციაში მიიღებენ მონაწილეობას ავტომობილებით ჩამოვიდნენ. კოლონა რამდენიმე ათეული მანქანისგან შედგებოდა.

სხვა სტატიები

თბილისში, “კოლმეურნეობის მოედანზე” მყოფ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს მხარდამჭერები კახეთიდან შეუერთდნენ. კახეთიდან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, რომლებიც დღევანდელ საპროტესტო აქციაში მიიღებენ მონაწილეობას ავტომობილებით ჩამოვიდნენ. კოლონა რამდენიმე ათეული მანქანისგან შედგებოდა.
“კოლმეურნეობის მოედანზე” ელოდებიან ქვემო ქართლიდან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს, რის შემდეგაც დაიწყება მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით. მათთან ერთად იმყოფებიან პარტიის ლიდერები. მათ შორის გიორგი ვაშაძე, დავით დარჩიაშვილი, სერგო რატიანი, დავით კირკიტაძე. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები აქციაზე საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით იმყოფებიან. მათ ასევე მოტანილი აქვთ ევროკავშირის, ნატო-სა და საქართველოს ერთიანი დროშები.
პოლიციამ კოლმეურნეობიდან თავისუფლების მოედნამდე მოძრაობა გადაკეტილია.
აქცია, თავისუფლების მოედანზე დღეს, 16.00 საათზე დაიწყება.

news
: news მარტი 21, 2015 15:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,735
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics