“ნაციონალური მოძრაობის” დაძახილზე ნორმალური საზოგადოება არ მივა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 21, 2015 21:24

“ნაციონალური მოძრაობის” დაძახილზე ნორმალური საზოგადოება არ მივა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა "ძალიან სერიოზულად მომზადებულია". რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას მთავრობა, იმერლიშვილის განმარტებით, სტუმრების მოწვევის საკითხს პარლამენტი წყვეტს, თუმცა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენება "მათთვის საინტერესო უნდა იყოს". "პრეზიდენტის გამოსვლა არის ძალიან სერიოზულად მომზადებული. პრეზიდენტი მზად არის დებატებისთვისაც, თუმცა ეს პარლამენტის ბიუროს გადასაწყვეტია. რაც შეეხება სტუმრებს, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მოწვეულები არიან, როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმედი მაქვს, რომ საელჩოები ისე როგორც შარშან წელსაც ინტერესს გამოიჩენენ და დაესწრებიან ამ შეხვედრას. ჩამოვლენ თუ არა ქუთაისში მთავრობის წევრები ვერ გეტყვით - ყველა სტუმარი, როგორც მინისტრები, ისე დიპლომატიური კორპუსი უნდა მოიწვიოს საქართველოს პარლამენტმა, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როცა საქართველოს პრეზიდენტი, წელიწადში ერთხელ მიმართვას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას, ეს საინტერესო უნდა იყოს მათთვისაც", - აღნიშნა იმერლიშვილმა. პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწელიური ანგარიშით მიმდინარე კვირას მიმართავ“ნაციონალური მოძრაობის” დაძახილზე ნორმალური საზოგადოება არ მივა, – ამის შესახებ “იმედის” ეთერში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.
“რომელ 50 ათასზეა საუბარი, 10-11-12 ათასზე მეტი ადამიანი აქციაზე არ იყო. მე მგონი მთელი საქართველო დაიარეს, მგონი ფულიც გადაუხადეს. იმ ხალხის ჯიბიდან აქვთ ეს ფული ამოღებული და თუ გადაუხადეს ცუდი არ არის. მათ დაძახილზე ნორმალური საზოგადოება არ მივა”, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, აყენებს თუ არა კობახიძე შეურაცხყოფას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, უმრავლესობის წარმომადგენელმა განმარტება გააკეთა.
“თუ რამე არასწორად გამომივიდა ბოდიშს ვიხდი. დავაზუსტებ: ყველა ადამიანს აქვს უფლება აზრი გამოხატოს, მაგრამ აქციაზე იყვნენ “ნაციონალების” ოჯახის წევრები, დაპატიმრებული მერაბიშვილის, ახალაიას და სხვათა ოჯახის წევრები, ნათესავები, მათი კოორდინატორები, რომლებიც ხელფასებს იღებენ მათგან და თავს ვალდებულად თვლიან, რომ იქ მივიდნენ. ასევე – “თავისუფალი ზონის” ახალგაზრდები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რაღაცას შეცვლის მათ სასარგებლოდ. საზოგადოება იქ არ მისულა. ქართულმა საზოგადოებამ “ნაციონალურ მოძრაობას” ერთხელ უთხრა “არა”, გაისტუმრა ისინი ხელისუფლებიდან და ახლა რა თქმა უნდა, მათ დაძახილზე საზოგადოება იქ არ მივიდოდა”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 21, 2015 21:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,619
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics