“ნაციონალური მოძრაობა” ძალოვან სტრუქტურებს პროცედურულ დარღვევაში ადანაშაულებს

news
: news თებერვალი 9, 2015 11:18

“ნაციონალური მოძრაობა” ძალოვან სტრუქტურებს პროცედურულ დარღვევაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს სარევიზიო კომისიას პროცედურების დარღვევით მოქმედებაში ადანაშაულებს, რომელიც ეხება ხარჯების შემოწმებას კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებლის ხელმძღვანელობის პერიოდში.

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, სარევიზიო კომისიას ამ კუთხით გაკეთებული დასკვნები თავდაპირველად საკრებულოს კომისიის სხდომაზე უნდა წარედგინა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ანტიკორუფციულმა სამსახურმა საკითხის შესწავლა ამ პროცედურების გარეშე დაიწყო.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახური გამოძიებას ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ პროცედურების დარღვევით ატარებს.

„სარევიზიო კომისიის შემოწმების მასალები არ განხილულა სარევიზიო კომისიაზე, რაც უხეშად არღვევს საკრებულოს ოპოზიციური წევრების უფლებებს,” – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ნაციონალური მოძრაობა ძალოვანი უწყებების მხრიდან ზეწოლაზეც ლაპარაკობს.

სარევიზიო კომისიის წევრებს ოპოზიციის ბრალდებაზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

news
: news თებერვალი 9, 2015 11:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics