“ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში არეულობას გეგმავს,” – შს მინისტრი

news
: news თებერვალი 2, 2015 13:51

“ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში არეულობას გეგმავს,” – შს  მინისტრი

მნიშვნელოვანი

  • "ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში არეულობას გეგმავს," - ამის შესახებ განცხდება შს ახალმა მინისტრმა გააკეთა.

სხვა სტატიები

“ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში არეულობას გეგმავს,” – ამის შესახებ განცხდება შს ახალმა მინისტრმა გააკეთა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არეულობა იგეგმება. გომელაური აცხადებს, რომ ის ამას არ დაუშვებს.

“როცა ალექსანდრე ჭიკაიძემ ეს განცხადება გააკეთა, რა თქმა უნდა, იყო ოპერატიული ინფორმაცია, ახლაც არის ინფორმაცია, მაგრამ ამას არ დავუშვებთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება, ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია სტაბილურობა. “ნაცმოძრაობა” თავისი განცხადებებით ხალხს აღიზიანებს. ჯერ იყო, შემოდგომაზე მოდიოდნენ, ახლა გაზაფხულზე გადაიტანეს, ზაფხულში ისვენებენ და მერე იტყვიან, შემოდგომაზე მოვდივართო. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რაღაცის გაფუჭება უნდათ. სამწუხაროდ, ქვეყანაზე არ ფიქრობენ,” – განაცხადა მინისტრმა.

news
: news თებერვალი 2, 2015 13:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics