“ნაციონალური მოძრაობა” აშშ-ში ქართველი სამხედრო კურსანტების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს

news
: news მარტი 8, 2015 12:35 განახლებულია

“ნაციონალური მოძრაობა” აშშ-ში ქართველი სამხედრო კურსანტების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს

მნიშვნელოვანი

  • "ნაციონალური მოძრაობა" ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.

სხვა სტატიები

“ნაციონალური მოძრაობა” ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
“საქართველოსთვის დიდი დანაკლისია ასეთი წარმატებული ახალგაზრდების დაკარგვა – ახალგაზრდების, რომლებიც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძოდნენ და ბევრი სასარგებლო საქმის საკეთებლად ემზადებოდნენ არა მარტო საკუთარი სამშობლოსათვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს”, – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.
ნიუ-ჯერსში ავარია, რომელსაც ქართველი კურსანტები ემსხვერპლნენ, გუშინ გამთენიისას მოხდა. ავტოავარიის შედეგად ერთი ქართველი კურსანტი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი – ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ. ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მართავდა. იგი ამჟამად ჰოსპიტალშია მოთავსებული.

news
: news მარტი 8, 2015 12:35 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics