ნატოს აღმოსავლეთის ფრონტი: პასუხი პუტინის არაპროგნოზირებულობაზე

news
: news თებერვალი 5, 2015 13:08

ნატოს აღმოსავლეთის ფრონტი: პასუხი პუტინის არაპროგნოზირებულობაზე

დღეს ნატო იმ გეგმის დეტალებს განოაქვეყნებს, რომელსაც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იონს სტოლტენბერგმა „ცივი ომის შემდეგ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაძიერება უწოდა“ – წერს ბიბისის დიპლომატიური საკითხების მიმომხილველი ჯონათან მარკუსი.
პირველ ყოვლისა, საუბარია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერაზე და ბალტიის ქვეყნებისთვის ან ნატოს წევრი სხვა ნებისმიერი ქვეყნისთვის რუსეთის მხრიდან შესაძლო საშიშროების პრევენციაზე, თუკი არსებული კრიზისი კონტროლს არ დაექვემდებარება.
ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე გამოცხადდება სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შესახებ.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ბერშბოიმ, რომელიც წარსულში ამერიკის ელჩი იყო რუსეთში, განაცხადა რომ „რუსეთის უკრაინის მიმართ განხორციელებულია აგრესია ევროპის უშიშროების სრულ სტრუქტურას ცვლის.“
სტატიის ავტორის ჯონათან მარკუსის თქმით, ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. არავინ იცის რა განვითარება შეიძლება მოყვეს უკრაინის კრიზისს. იმის იმედი, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები (რომელშიც ნავთობზე ფასის ვარდნაც შედის) პრეზიდენტ პუტინს აიძულებდა პოლიტიკა გადაეხედა, შესაძლოა ითქვას, რომ აღარ არის, რადგან ეს მიდგომები რუსეთ-უკრაინის შიდაპოლიტიკურ ასპექტებს ვერ ითვალისწინებს.
ფაქტობრივად, შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რა შეიძლება მოხდეს უახლოესი თვეების განმავლობაში. ადვილი შესაძლებელია კონფლიქტი დიდი ხანი გაგრძელდეს და შიგადაშიგ მოხდეს სიტუაციის დაძაბვა.
ამავე დროს, შესაძლებელია კონფლიქტის სრული ესკალაციაც, მაგალითად, რუსი სამხედროების მარიუპოლის შტურმით აღება და გზის დასავლეთისკენ გაგრძელება. რუსი სამხედროების გადასროლა და მათი სწავლებების დაწყება იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი სურვილის შემთხვევაში უმოკლეს ვადებში დაიწყებს ოპერაციას.
კრიზისი გაურკვევლობას იწვევს, რომელიც თავის მხრივ შესაძლო რისკებს ზრდის. სწორედ ამიტომ ნატოს თავდაცის სისეტმა აღმოსავლეთისკენ არის მიმართული. მიზანი ზღვაზე, ხმელეთსა და ჰაერში სწრაფი რეაგირების გაძლიერებას გულისხმობს.
გეგმის ძირითადი ელემენტი მოწინავე ნაწილები და ბრიგადებია, რომლებებიც სავარაუდოდ 4-5 ათასი სამხედროსგან დაკომპლექტდება და აუცილებლობის შემთხვევაში სწრაფად აღმოჩნდებიან საჭირო ადგილზე, რომ რამდენიმე დღის მანძილზე დამხმარე ძალის მოსვლამდე პოზიციები გაამაგრონ.
ბრიუსელის შეხვერდაზე მინსიტრები გამოაცხადებენ , როგორ იქნება ეს ძალები გადანაწილებული და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას.
სწრაფი რეაგირების ძალებისთვის 6 ქვეყნის ალიანსი იქმნება, რომლებიც საკუთარ ტერიტორიებზე განათავსებენ ნატოს ცენტრებს. ეს ქვეყნებია: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ბულგარეთი და რუმინეთი.
მცირე შტაბები 50 კადრისგან იქნება დაკომპლექტებული. ნახევარი მათგანი მასპინძელი ქვეყნიდან. მაშინ, როცა ნატო ემზადება სწრაფი რეაგირებისთვის, ამერიკა ჯერ კიდევ ფიქრობს ევროპაში მძიმე ტექნიკის გადასროლაზე. ამერიკის თავშკავებულობა ყველას სხვადასხვანაირად ესმის – ალაინსი ფიქრობს რომ ამ მოქმედებას ამერიკის მხრიდან მხოლოდდამხოლოდ თავდაცვითი ხასიათი აქვს, მოსკოვი სხვა აზრზეა.
ნატოს ბევრი გეგმა, მათ შორის საქართველოში საწვრთნელი ბაზის გასნა და უკრაინაში სამხედრო რეფორმების გატარება მოსკოვისთვის საგანგაშოა.
თუკი დასავლეთი ან ამერიკა უკრაინის იარაღით მომარაგებას დაიწყებს ეს კონფლიქტს უფრო გააღრმავებს, ფიქრობენ ექსპეტრები.
ნატოს თავდაცვის მინსტრების შეხვედრის შემდეგ მიუნჰენის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება, რომელიც უშიშროების საკითხებს ეხება და პარასკევს გაიხსნება. კონფერენციაზე უკრაინა ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ რისკებს ითვლიან, თავდაცვის მექანიზმები ძლიერდება და დებატები ცხარდება, დასავლეთი სავარაუდოდ გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად ისევ მოსკოვს დაელოდება – წერს ბიბისის მიმომხილველი დიპლომატიურ საკითხებში.

news
: news თებერვალი 5, 2015 13:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,934
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics