ნარმანია ქვირიას დაკავებაზე კომენტარს არ აკეთებს-თბილისის მერმა მთავრობის სხდომა სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა

news
: news მარტი 4, 2015 14:42

ნარმანია ქვირიას დაკავებაზე კომენტარს არ აკეთებს-თბილისის მერმა მთავრობის სხდომა სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა

დედაქალაქის მერმა საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლის დაკავების ფაქტზე კომენტარი არ გააკეთა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზის კარი, რომელშიც ნარმანია იმყოფებოდა ჟურნალისტებისთვის ჩაკეტეს და მერი საკუთარ კაბინეტში სათადარიგო გასასვლელიდან გავიდა.

დაკავების ფაქტს გამოეხმაურა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავა, რომელმაც განაცხადა, რომ არ სურს უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა და დაელოდება გამოძიების შედეგებს.

news
: news მარტი 4, 2015 14:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics