„ნარმანია და ქართული ოცნების გამგებლები ემალებიან საკრებულოს წევრებსაც,” – ირაკლი აბესაძე

news
: news ივლისი 2, 2015 19:30 განახლებულია

„ნარმანია და ქართული ოცნების გამგებლები ემალებიან საკრებულოს წევრებსაც,” – ირაკლი აბესაძე

მნიშვნელოვანი

  • „ნარმანია და ქართული ოცნების გამგებლები ემალებიან საკრებულოს წევრებსაც," - ირაკლი აბესაძე დღეს, 19:09 58 საკრებულოს უფლებამოსილების შეზღუდვა და მერის დაბარების წესის გართულება კატეგორიულად მიუღებელია საკრებულოს ოპოზიციონერებისათვის.

სხვა სტატიები

„ნარმანია და ქართული ოცნების გამგებლები ემალებიან საკრებულოს წევრებსაც,” – ირაკლი აბესაძე დღეს, 19:09 58 საკრებულოს უფლებამოსილების შეზღუდვა და მერის დაბარების წესის გართულება კატეგორიულად მიუღებელია საკრებულოს ოპოზიციონერებისათვის.

განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საკრებულოში დეპუტატთა ნაწილი უკვე განიხილავდა სტიქიის გამო დავით ნარმანიას საკრებულოში დაბარების შესაძლებლობას, რასაც სჭირდება 13 დეპუტატის მხარდაჭერა, ამ რაოდენობის მანდატს კი ოპოზიცია საკრებულოში ფლობს.

„როგორც ჩანს ნარმანია და ქართული ოცნების გამგებლები ემალებიან არამარტო საზოგადოებას, არამედ საკრებულოს წევრებსაც,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა თბილისის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ. „ქართული ოცნება დაადგა წინა ხელისუფლების გზას, როდესაც უნდა რომ აბსოლუტურად ყველა კანონი მოირგოს თავის თავზე,“ – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ზაზა ვეკუას თქმით, მას წარმოუდგენლად მიაჩნია, ხალხის მიერ არჩეული მერის საკრებულოსთან არ იყოს პასუხისმგებელი და ანგარიშს არ აბარებდეს საკრებულოს. „შეზღუდვა იმისა, რომ მხოლოდ ორჯერ მოვიდეს, ეს ჩანს იმ უუნარობაში, იმ არაფრისკეთებაში, რასაც ეწევა დღევანდელი თბილისის მერია,“ – განაცხადა ზაზა ვეკუამ. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით საკრებულოების მიერ მერებისა და გამგებლების დაბარების პროცედურა რთულდება, რომლის თანახმადაც მათი დაბარებისთვის 13-ის ნაცვლად 17 ხმა იქნება საჭირო.

news
: news ივლისი 2, 2015 19:30 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics