“ნარმანიას შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს,”- ირაკლი აბესაძე

news
: news მარტი 8, 2015 15:20 განახლებულია

“ნარმანიას შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს,”- ირაკლი აბესაძე

მნიშვნელოვანი

  • "ნარმანიას შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს,"- ეს განცხადება საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა.

სხვა სტატიები

“ნარმანიას შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს,”- ეს განცხადება საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა. აბესაძეს მიაჩნია, რომ თბილისის მერიაშვი ვითარება მძიმეა და თანამდებობაზე კომპეტენტური ადამიანების დანიშვნა უნდა მოხდეს.

თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას ალექსანდრე მარგიშვილის ირაკლი ლიქვენაძის კანდიდატურით ჩაანაცვლების შესახებ. აბესაძე ამბობს, რომ ფრაქცია შეისწავლის ლიქვინაძის მოღვაწეობას და გამოცდილებას და მიიღებს გადაწყვეტილებას დაუჭიროს თუ არა მხარი მას ვიცე-მერის თანამდებობაზე.

“სამწუხაროდ დავით ნარმანიამ პირველი 7 თვის განმავლობაში იმდენი შეცდომა დააგროვა და იმდენად არასწორი მიმართულებით ვითარდება თბილისის მერიაში პროცესები, რომ მას არცერთი შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს. ჩვენ მივესალმებით კვალიფიციური კადრების დანიშვნას თანამდებობაზე. გავენცნობით მის ხედვას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას დავუჭერთ თუ არა მას მხარს,”- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

news
: news მარტი 8, 2015 15:20 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics