“ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო პოზიტიურად არის შეფასებული”

news
: news მარტი 23, 2015 10:51

“ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო პოზიტიურად არის შეფასებული”

საქართველოში 2014 წლის განმავლობაში ნარკოტიკულ დანაშაულთან, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოცემულ ანგარიშში პოზიტიურად იქნა შეფასებული აღნიშნული კუთხით საქართველოში განხორციელებული ღონისძიებები. უწყების ინფორმაციით, ანგარიშში განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში 2.7 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტი, ასევე პოზიტიურად აღინიშნა საქართველოს მიერ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და მისი 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის მიღების ფაქტი.
“ანგარიშში განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში 2.7 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სახმელეთო გზით გადატანილი ჰეროინის ამოღების სავარაუდოდ ყველაზე დიდ ოდენობას წარმოადგენს. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის 2014 წლის განმავლობაში განხორციელებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამერიკის დახმარება ქართული მხარისთვის ტრენინგების და სასწავლო ვიზიტების ორგანიზების, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწყებათაშორისი ანტინარკოტიკული კინოლოგიური დანაყოფის შექმნის კუთხით.
ანგარიშში ასევე პოზიტიურად აღინიშნა საქართველოს მიერ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და მისი 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის მიღების ფაქტი. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია ნარკოდამოკიდებულებისა და მისგან გამოწვეული ზიანის შემცირებაზე, საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე მონიტორინგის, კოორდინაციის და საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე.
გარდა ამისა, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში 2014 წლის განმავლობაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებმაც დაარეგულირა ნარკოტიკების უკანონოდ მოხმარებასა და ნარკოტიკული საშუალებების იმპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წლის მაისის ცვლილებების შედეგად 2013 წელთან შედარებით 90 პროცენტით შემცირდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტები და რომ, ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა მნიშვნელოვანი ანტი-ნარკოტიკული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.”-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან შსს-ს ცნობით, ნარკოტიკულ დანაშაულთან და ზოგადად ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა რჩება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ეფექტური ღონისძიებების გატარებას ამ კუთხით.

news
: news მარტი 23, 2015 10:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics