მსჯავრდებულის მტკიცებით ზურაბ ჟვანია თელავში მოკლეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 2, 2015 20:25

მსჯავრდებულის მტკიცებით  ზურაბ ჟვანია თელავში მოკლეს

მნიშვნელოვანი

  • პატიმრის განცხადებით ის მზად არის ჩვენების მისაცემად და თავის დროზე ეს ინფორმაცია კბილაშვილსაც მიაწოდა, თუმცა ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.

სხვა სტატიები

მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ ზურაბ ჟვანია თელავში მოკლესზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე  ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლემ პატიმრის მიერ მისთვის გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, რომელშიც მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ ზურაბ ჟვანია თელავში მოკლეს.

წერილში აღნიშნულია, რომ შეხვედრას, რომელზეც ჟვანიას მკვლელობა მოხდა 11 პირი ესწრებოდა და 3 მათგანი ამჟამად მინისტრია.

პატიმრის განცხადებით ის პირადად იყო ჟვანიასა და იუსუპოვის მკვლელობის მომსწრე.

„მე პირადად მაქვს ვიდეოჩანაწერი, რომელიც კბილაშვილს გადაეგზავნება”-წერია წერილში, რომელიც მოსამართლემ დღეს პროცესზე წაიკითხა.

როგორც მოსამართლე დავით მგელიაშვილი განმარტავს პატიმარი ირწმუნება, რომ ის სააკაშვილის დროს მისი დაცვის წევრი იყო.

პატიმრის განცხადებით ის მზად არის ჩვენების მისაცემად და თავის დროზე ეს ინფორმაცია კბილაშვილსაც მიაწოდა, თუმცა ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.

პროკურორი რევაზ ნადოი აცხადებს, რომ მსგავსი სახის წერილები პროკურატურაში ხშირად შედის და სასამართლო გადაუგზავნის პროკურატურას აღნიშნულ წერილს, რის შემდეგაც მისი გადამოწმება მოხდება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 2, 2015 20:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics