მოსკოვში, კანონიერი ქურდი გიორგი უგულავა და კახა ფარფალია აიყვანეს

მოსკოვის ერთერთ სახინკლეში პოლიციის თანამშრომლებმა 17 პირი, მათ შორის ორი ე.წ. კანონიერი ქურდი, ეთნიკურად ქართველები გიორგი უგლავა და კახა ფარფალია აიყვანეს.

გიორგი უგლავა, იგივე “ტახი” და “კახა გალელი” ანუ კახა ფარფალია სამმართველოში გადაიყვანეს, ხოლო კახა ფარფალია გასაუბრების შემდეგ გაათავისუფლეს. რაც შეეხება უგლავას, მას ადრე ჩადენილი დანაშაულის გამო ედავებიან და შესაძლოა, ახალი ბრალიც წაუყენონ.

ორივე ე.წ. კანონიერი ქურდი “დედ ჰასანის” მოწინააღმდეგეთა კლანის წარმომადგენელია, თუმცა, ბოლო წლებია, მოსკოვს თავს არიდებენ და უკრაინაში ცხოვრობენ.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი – საქართველო იღებს ისეთ მხარდაჭერას, რომელიც ნატო-ს არ გამოუხატავს არც ერთი არაწევრი სახელმწიფოს მიმართ
შემდეგი სტატია„მის ამაზონი 2015“ სკანდალურად დასრულდა