მოსკოვში ერთი მილიონი წიგნი დაიწვა

1045210832 მოსკოვის ცენტრში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის შენობას შაბათს დილას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარმა, რომელსაც 60-მდე მეხანძრე აქრობდა, მხოლოდ 15 საათის მერე ჩააქრეს და მან 2000 კვადრატული მეტრი ფართობი გამოუსადეგარი გახადა, 1000 კვადრატულ მეტრზე შენობის ჭერი ჩამოინგრა და რაც ყველაზე მთავარია, ხანძარმა ინსტიტუტის ბიბლიოთეის ერთ მილიონამდე წიგნი შეიწირა.
მეცნიერების აზრით, საზოგადოებრივი მეცნიერების ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, წიგნების რაიდენობით, სახელმწიფო ბიბლიოთეკის შემდეგ მეორე იყო რუსეთში, ხოლო ევროპის სამეცნიეროა უნივრესიტეტების ბიბლიოთეკებს შორის მას საუკეთესოდ მიიჩნევდნენ.
წინასწარი მონაცემებით, ხანძარი ელექტროსისტემების გაუმართაობამ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიჯიხადისტებმა მეორე იაპონელი მძევალიც მოკლეს
შემდეგი სტატიაკურტანიძე თუ თოლორაია?