მოსკოვი დაკავებულ უკრაინელ დეპუტატს ბრალდებებს უყენებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 1, 2015 22:10 განახლებულია

მოსკოვი დაკავებულ უკრაინელ დეპუტატს ბრალდებებს უყენებს

მნიშვნელოვანი

  • დღეს მოსკოვში ბორის ნემცოვის ხსოვნის მარშზე ჩასული უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო მოსკოვის მილიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა, თუმცა დაკავების რეალური მიზეზები, ცოტა ხანში რუსულ მედიაში გახმაურდა...

სხვა სტატიები

259a2bcf62f6feae2b2c674ae244fbe1დღეს მოსკოვში ბორის ნემცოვის ხსოვნის მარშზე ჩასული უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო მოსკოვის მილიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა, თუმცა დაკავების რეალური მიზეზები, ცოტა ხანში რუსულ მედიაში გახმაურდა…

რუსული სააგენტოების ცნობით, მოსკოვი გონჩარენკოს ოდესაში 2014 წლის 2 მაისს განვითარებული მოვლენების გამო ჰკითხავს…  საქმე ეხება ოდესის პროფკავშირების სასახლეში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 48 ადამიანი ცოცხლად დაიწვა და 250-მა დაზიანებები მიიღო… პროფკავშირების სასახლეში იმ დღეს პროუკრაინულ საფეხბურთო ფანატებსა და სეპარატისტების მხარდამჭერ რუს მოსახლეობასა შორის მოხდა შეტაკება, რომლის დროსაც სასახლე მთლიანად დაიწვა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ამ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება იყო დაწყებული, რის მიზეზადაც რუსეთის საგამოძიებო სამსახური, დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის რუსეთის მოქალაქეების არსებობას ასახელებდა… ამ მოვლენებთან დაკავშირებით შექმნილი  პრორუსული საზოგადოებრივი  მოძრაობა ,,2 მაისი,, ამ მოვლენების ძირითად ორგანიზატორად  ოდესის ყოფილ მერს ალექსეი კოსტუსევს მიიჩნევს, რომელზეც რუსული მედია აცხადებს, რომ ალექსეი გონჩარენკო, მიუხედავად განსხვავებული გვარისა – მისი შვილია. რუსული ოფიციალური მედია თავად ალექსეი გონჩარენკოს მონაწილეობასაც უსვამს ხაზს ოდესის მოვლენებში და საგამოძიებო კომიტეტის მიერ მის დაკავება-დაკითხვასაც ამ ამბით ხსნის.

დეპუტატის დაკავების საკითხთან დაკავშირებით, საქმეში უკრაინისა და რამდენიმე უცხო ქვეყნის საელჩოა ჩართული მოსკოვში… უკრაინამ რუსეთის ხელისუფლებას დეპუტატის სასწრაფოდ განთავისუფლება მოსთხოვა, აცხადებს რუსული მედია.

timer.ge

 

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 1, 2015 22:10 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics