მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურად 5–6 რეისი შესრულდება

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია იანვარი 27, 2015 22:02

მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურად 5–6 რეისი შესრულდება

ქართულ და რუსულ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოსკოვის მიმართულებით ფრენების სიხშირესთან დაკავშირებით ძალაში რჩება. თუმცა, საკითხი დახურული არ არის. 2- დღიანი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ 31 იანვრამდე მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურად 5–6 რეისს განახორციელებს.

კონსულტაციები მხარეებს შორის გაგრძელდება.

სერგეი სესკუტოვი, რომელიც რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, დარწმუნებულია, რომ შეთანხმება ფრენების მოცულობის გაზრდაზე შედგება.

არ არის გამორიცხული, მოსკოვის გარდა, ფრენები რუსეთის სხვა ქალაქების მიმართულებითაც განხორციელდეს.

საქართველოს საავიაციო სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, არ ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „აეროფლოტი“ ქართულ საავიაციო ბაზარზე შეღავათებით ისარგებლებს.

ოპოზიცია საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროებას ითხოვს. არ არის გამორიცხული, რუსულ ავიაციასთან გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების შესწავლა უმრავლესობამაც მოითხოვოს.

მხარეებს შორის ფრენების სიხშირის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი თებერვლის პირველ რიცხვებში გაფორმდება.

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია იანვარი 27, 2015 22:02
  1. ketevani_62 იანვარი 29, 10:00

    მაინტერესებს ფრენა თავისუფლად იქნება? სავიზო რეჟიმზე რა ხდება?თუ მარტო დიპლომატებისთვისაა ფრენები??

    ამ კომენტარზე პასუხი
კომენტარების ნახვა

დაწერეთ კომენტარი

თქვენი e-mail არ გამოქვეყნდება.
აუცილებელი ველი*

გამოკითხვა

მხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტის არჩევის გზის შესახებ პლებისციტის გამართვას?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


11,564
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics