მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს უფსკრულისკენ ერთი რუსი ოლიგარქი მიაქანებს

news
: news მარტი 21, 2015 19:34 განახლებულია

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს უფსკრულისკენ ერთი რუსი ოლიგარქი მიაქანებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს უფსკრულისკენ ერთი რუსი ოლიგარქი მიაქანებს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “თავისუფლების მოედანზე” “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა.
“საქართველო უფსკრულისკენ მიექანება. ამას გრძნობს ყველა ქალაქის თუ სოფლის მკვიდრი, გრძნობს ყველა და ნახულობს ყველა. უფსკრულისკენ ჩვენ მიგვაქანებს რუსი ოლიგარქი, რომელიც წამოსკუპებულა სასახლეში დამცინავად დაგყურებთ ზემოდან ქვემოთ და გეუბნებათ, რომ ყველაფერი კარგად არის და მარტო თქვენ არ გყოფნით განვითარება ჭკუა და გონება, რომ შეაფასოთ რამხელა სიკეთეში ცხოვრობთ, როგორ კომფორტულად და კარგად არის მოწყობილი თქვენი ცხოვრება და ის აპირებს გასწავლოთ სწორად დანახვა ყველაფერისა, ისე როგორც მას უნდა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ივანიშვილი იძახის, რომ საქართველოს საზოგადოება უმწიფარია და მან უნდა ასწავლოს სწორი ანალიზი.
“ამისთვის მზად არის ტელეგადაცემა გააკეთოს და დაგარიგოთ ჭკუა. კრიმინალს რომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ეს აგიხსნათ. ბანკირები, რომ უნდა დაიქირაო უკვე კარგად გადაგვიღეჭა. უკვე დადგა რიგები ჩვენს საბაჟოებზე, ასევე ბევრ სახელმწიფო უწყებებში. ის რომ ლარი სინამდვილეში ჯანსაღად იქცევა და ამას ხალხი ვერ ხვდება, ესეც გადაგიღეჭათ. თუკი მისი გადაცემა არ გეყოთ ამის გასაგებად ის მზად არის 200 მილიონი ფილმი გადაიღოს იმისთვის, რომ ყოველ საღამოს აგიხსნათ რა საამურია ცხოვრება და რა კატასტროფა იყო წინა წლების მმართველობა, წინა წლების ვარდების რევოლუციის შემდგომი მთავრობა და ის ენერგია. თუ თქვენი ნებით არ უყურებთ ამ ფილმს, მაშინ მზად არის ბავშვები ძალით ჩასვან ავტობუსებში და აყურებინონ სიცრუეზე აგებული კადრების ის ტყუილები, რომლითაც ის საზოგადოებას კვებდავდა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.

news
: news მარტი 21, 2015 19:34 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics