მიხეილ გიორგაძე – სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს სტატუსს არ ეხება

news
: news მარტი 2, 2015 13:51 განახლებულია

მიხეილ გიორგაძე – სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს სტატუსს არ ეხება

მნიშვნელოვანი

  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს სტატუსს არ ეხება.

სხვა სტატიები

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს სტატუსს არ ეხება.

“სწორად გავიგოთ, რაზეა საუბარი. ამ გადაწყვეტილებაში სტატუსთან დაკავშირებით საუბარი არ არის. საუბარია წინამდებარე ადმინისტრაციული აქტების გაუქმებაზე, რაც ჩემი ბრძანებით ისედაც გაუქმებულია. ამიტომ წმინდა ტექნიკური დეტალებია, რომელიც საქმის შინაარსობრივ მხარეზე გავლენას არ მოახდენს. ის, რასაც სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით გვავალებს, ჩვენ თვითონვე გვაქვს განხორციელებული”, – განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავრობისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც კულტურის სამინისტროს საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილების გადახედვა დაევალა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საყდრისი-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი შეუწყდა.

news
: news მარტი 2, 2015 13:51 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics