მინსკის შეხვედრის პირველი ეტაპი დასრულდა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 11, 2015 23:36

მინსკის შეხვედრის პირველი ეტაპი დასრულდა

მნიშვნელოვანი

  • მინსკში დაწყებული პოროშენკო-პუტინ-მერკელ-ოლანდის საათნახევრიანი შეხვედრა ვიწრო წრეში დამთავრებულია. ოთხი ქვეყნის ლიდერები უკვე გამოვიდნენ ვიწრო წრეში გამართული შეხვედრის ოთახიდან და ჟურნალისტებისთვის ფოტო გადაიღეს. ამ მომენტისთვის შეხვედრა უკვე გაფართოებულ წრეში იწყება, სადაც ქვეყნის ლიდერებთან ერთად დიპლომატებიც და სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლებიც ღებულობენ მონაწილეობას.

სხვა სტატიები

მინსკში დაწყებული პოროშენკო-პუტინ-მერკელ-ოლანდის საათნახევრიანი შეხვედრის პირველი ეტაპი ვიწრო წრეში, დამთავრებულია. ოთხი ქვეყნის ლიდერები უკვე გამოვიდნენ ვიწრო წრეში გამართული შეხვედრის ოთახიდან და ჟურნალისტებისთვის ფოტო გადაიღეს. ამ მომენტისთვის შეხვედრა უკვე გაფართოებულ წრეში იწყება, სადაც ქვეყნის ლიდერებთან ერთად დიპლომატებიც და სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლებიც ღებულობენ მონაწილეობას.

საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ არანაირი განცხადება პრესასთან, ქვეყნის ლიდერებს არ გაუკეთებიათ, თუმცა მათ სახეზე ღიმილი ეტყობოდათ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ რაიმე დადებითი შედეგის მიღწევა იქნა შესაძლებელი,  ამას გაფართოებული შეხვედრის შემდეგ გავიგებთ. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკების მსვლელობის დროს, პეტრო პოროშენკომ თითქმის 10 წუთით დატოვა შეხვედრის ოთახი და ავიდა მეორე სართულზე… თუ რატომ, ამის მიზეზი უცნობია. ადგილზე მყოფი ჟურნალისტებიდან, ერთერთმა განაცხადა, რომ პერსონალის მიერ კარის შეღების დროს დაინახა, თუ როგორ გაცხარებით კამათობდნენ პოროშენკო და პუტინი ცალკე, ისე რომ მათ საუბარში მერკელი და ოლანდი არ ერეოდა. მიუხედავად ამისა, პირველი შეხვედრიდან გამოსულ ლიდერებს, ღიმილიანი სახეები ჰქონდათ.

 

 

 

timer.ge

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 11, 2015 23:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics