მთავრობის სტატისტიკა – ხელისუფლება ბოლოდან მეოთხე ადგილს პირველ ოთხეულად ასაღებს?

მთავრობა ამტკიცებს, რომ ლარი დოლართან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვალუტაა და ის სიმყარით ოთხეულშიც კი შედის.

ამის შესახებ განცხადება ჯერ პერემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა, შმდეგ კი ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ისინი იშველიებენ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ეროვნული ვალუტა ლარზე უფრო მეტად გაუფასურდა და ამბობენ, რომ ლარი დოლართან მიმართებაში სიმყარით პირველ ოთხეულშია და ვიზუალურადაც აჩვენებენ მხოლოდ ამ ოთხი ქვეყნის მონაცემებს საქართველოს ჩათვლით, სადაც ჩანს, რომ ლარი მართლაც ცოტა უფრო მყარია ამ ვალუტებთან შედარებით.

მაგრამ სრულ სიაში, სადაც ქვეყნების სრული ჩამონათვალია, კარგად ჩანს, რომ ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, ლარი დოლართან მიმართებაში მდგრადობით ბოლოდან მეოთხე ადგილზეა და უკეთესი მაჩვენებელი აქვს მხოლოდ რუსულ რუბლზე, უკრაინულ გრივნაზე და მოლდოვურ ლიეზე.

banner
წინა სტატიაში1 თებერვლიდან მზიანი ამინდებია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიარუსეთის ქმედებები მეტროპოლიტენ-ოპერის სპექტაკლზე გააპროტესტეს