მთავრობა სამშენებლო კომპანიებისთვის შეღავათების პირობებს აზუსტებს

news
: news მარტი 5, 2015 14:55

მთავრობა სამშენებლო კომპანიებისთვის შეღავათების პირობებს აზუსტებს

სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, საგადასახადო შეღავათებით მხოლოდ იმ პირობით ისარგებლებენ, თუ მშენებლობას განაახლებენ და 2018 წლამდე დაასრულებენ.
აღნიშნულის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა.
ხადურმა მთავრობის წევრებს ამ მიმართულებით საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტიც წარუდგინა.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ ვაპირებთ შეღავათი გავუკეთოთ იმ სამშენებლო ობიექტებს, რომელთა მშენებლობა ომამდე დაიწყო. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროსთან, განსაკუთრებით თბილისის მერიასთან, ასევე მენაშენეთა ასოციაციასთან და უკვე წარმოვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც უნდა გადავაგზავნოთ საქართველოს პარლამენტში. საქმე ეხება იმას, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უფლება მიეცეს საგადასახადო შეთანხმება გაავრცელოს არა მხოლოდ მთლიან თანხაზე, არამედ მის ნაწილზე. საუბარია ერთ კონკრეტულ გადასახადზე – დამატებითი ღირებულების გადასახადზე და იმაზე, რომ დღგ-ში საგადასახადო შეთანხმება, ანუ რეალურად პატიება ამ გადასახადის განხორციელდეს პირობით, რომ ისინი დაიწყებენ მშენებლობას და 3 წლის განმავლობაში, 2018 წლამდე დაასრულებენ მშენებლობას. ამ პირობით ვთავაზობთ ჩვენ, რომ დღგ-სგან გათავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, რომელსაც ისინი განახორციელებენ”, – განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, კარგი იქნება, თუ მთავრობა სთხოვს პარლამენტს, რომ აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილოს.

news
: news მარტი 5, 2015 14:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics