მთავრობა რამდენიმე ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს იწყებს

news
: news თებერვალი 2, 2015 11:39

მთავრობა რამდენიმე ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს იწყებს

საქართველოს მთავრობა იმ ქვეყნების ნაწილთან, რომელთაც უვიზო მიმოსვლა 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან გაუუქმა, ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებს იწყებს.
საქართველოს მთავრობამ რამდენიმე განკარგულება გამოსცა, მათ შორის, საქართველოს მთავრობასა და სურინამის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე. ასევე, ასეთი მოლაპარაკებების გაიმართება პარაგვაისთან, სენტ კიტსი და ნევისის ფედერაციასთან, სენტ ლუჩიასთან, ტრინიდადი და ტობაგოსთან.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს იწყებს ერაყთან დიპლომატიური, კერძო და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ.
უფრო ადრე საქართველოს მთავრობამ ჩილესთან და გვატემალასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული სახელმწიფოების მოქალაქეებს 2014 წლის 1-ელ სექტემბრამდე საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისთვის ვიზა არ ესაჭიროებათ. 1-ლი სექტემბრიდან კი “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. საქართველოს ვიზის აღება შესაძლებელი გახდა მხოლოდ საკონსულო დაწესებულებებში და არა საზღვარზე. ასევე, 24 ქვეყანას საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდა.

news
: news თებერვალი 2, 2015 11:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics