,,მე ქართველი ვარ,, მომავალი კვირიდან ,,LGBT,, პროპაგანდის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 24, 2015 18:49

,,მე ქართველი ვარ,, მომავალი კვირიდან ,,LGBT,, პროპაგანდის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

მნიშვნელოვანი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4-ე კურსის სტუდენტი და 2014 წლის 17 მაისის ,,LGBT,, პირების მიმართ განხორციელებული კონტრაქციის ერთერთი ორგანიზატორი ბექა ცხადაძე, ,,თაიმერთან,, საუბარში აცხადებს, რომ ის თავის თანამოაზრე ახალგაზრდებთან ერთად, მომავალი კვირიდან ,,LGBT,, პროპაგანდის საწინააღმდეგო კამპანიას იწყებს.

სხვა სტატიები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4-ე კურსის სტუდენტი და 2014 წლის 17 მაისის ,,LGBT,, პირების მიმართ განხორციელებული კონტრაქციის ერთერთი ორგანიზატორი ბექა ცხადაძე, ,,თაიმერთან,, საუბარში აცხადებს, რომ ის თავის თანამოაზრე ახალგაზრდებთან ერთად, მომავალი კვირიდან ,,LGBT,, პროპაგანდის საწინააღმდეგო კამპანიას იწყებს.

მომავალი იურისტი ბექა ცხადაძე, თავის თავს ეროვნული იდეების მატარებელ ადამიანად მიიჩნევს და საკუთარი მრწამსის შესაბამის პოსტსაც აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

,,მე ქართველი ვარ – ჩემი სამშობლო საქართველოა.
მე ქართველი ვარ – ჩემი წინაპარი არსაიდან მოსულა, იშვა საქართველოში და იბერო-კავკასიური რასის აკვანი დაარწია.
მე ქართველი ვარ – თითოეული ქართველი ჩემი ოჯახის წევრია.
მე ქართველი ვარ – თითოეული კავკასიელი ჩემი ნათესავია.
მე ქართველი ვარ – ეროვნული ღირებულებები ჩემი მუნდირია.
მე ქართველი ვარ – საქართველოსთვის ბრძოლა ჩემი რელიგიაა.
მე ქართველი ვარ – ძმათა სასაფლაო ჩემი ეროვნული ტაძარია.
მე ქართველი ვარ – ჩემი გზა ეროვნული რევანშისთვის მზადებაა.
მე ქართველი ვარ – ჩემი მიზანი გამარჯვებისკენ სწრაფვაა.
მე ქართველი ვარ – ყველაფერი, რაც გამაჩნია საქართველოს ეკუთვნის.
მე ქართველი ვარ – ჩემი ვარსკვლავი საქართველოა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ იკაშკაშოს(გმირი ალექსანდრე გრიგოლაშვილი).
მე ქართველი ვარ – მორწმუნე ვარ, მაგრამ იარაღს საგულდაგულოდ ვწმენდ.
მე ქართველი ვარ – კოსმოპოლიტი ვარ, მაგრამ პრიორიტეტებში პირველი საქართველოა.
მე ქართველი ვარ – როცა საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება სირცხვილისა და ქენჯნის გარეშე აღვასრულებ ყველაფერს, რასაც საქართველო ბრძანებს.
მე ქართველი ვარ – საქართველოს და ქართული ტრადიციების მტერი ჩემი მტერია.
მე ქართველი ვარ – ქუჩაში ოჯახის ელჩი ვარ, საზღვრებს გარეთ – ქვეყნის.
მე ქართველი ვარ – საქართველოს შემარცხვენელი ჩემი და ჩემი წინაპრების შემარცხვენელია.
მე ქართველი ვარ – ვამაყობ ქვეყნით, რომლისთვისაც მილიონები სიცოცხლეს სწირავდნენ.
მე ქართველი ვარ – ჩემი მეზობლები ვალდებულნი არიან ჩემით იმაყონ, მათ ეროვნული თვითმყოფადობა და სახელმწიფოებრიობა არაერთხელ მოვუპოვე.
მე ქართველი ვარ – მხოლოდ ჩემი მოქმედების და უფლის იმედი მაქვს, ამქვეყნად არც მოვალე მყოლია, არც მშველელი.
მე ქართველი ვარ – საქართველოში ეროვნულობის, რწმენის და ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ მიმართული, უცხო და მიუღებელი იდეოლოგიის რეალიზებას არ დავუშვებ.
მე ქართველი ვარ – ვიბრძოლებ კანონმდებლობის ნაციონალიზაციის და საგანმანათლებლო სფეროში ეროვნული სულისკვეთებისა და ფიზიკური აღზრდის მაღალი დონის პროგრამის დასამკვიდრებლად.
მე ქართველი ვარ – დაცლილ სოფლებში ხალხის დაბრუნება საქართველოს გაბრწყინებად მესახება.
მე ქართველი ვარ – ქართული მიწა და ბუნებრივი რესურსები მხოლოდ მე მეკუთვნის.
მე ქართველი ვარ – ჩემი ქვეყნის რვა ტერიტორია მიტაცებულია.
მე ქართველი ვარ – მშვიდობას მხოლოდ შვიდ ქიმიანი ბორჯღალის იდეაში ვხედავ.
მე ქართველი ვარ – აღვადგენ მშვიდობას ცეცხლით, მახვილით.
მე ქართველი ვარ – არ არსებობს ტყვია, რომელიც მომკლავს, ჩემი ფესვები იმ ქვეყნაშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა(გენერალ-მაიორი გიორგი კვინიტაძე)
მე ქართველი ვარ – გავიმარჯვებ ან საქართველოსთან ერთად დავეცემი და თუ დავეცემი, დაე მტერი შიშით იხსენებდეს ჩემს უკანასკნელ განრისხებას.
მე ქართველი ვარ – საქართველოს ჯარისკაცი ვარ, ფორმას სხვები თუ გამხდიან, მე არ გავიხდი არასდროს.
მე ქართველი ვარ – ვინც მიმატოვებს არ იქნება მოღალატე, მაგრამ ვინც მიერთგულებს გახდება გმირი.
მე ქართველი ვარ – მემეგობრონ ან ეშინოდეთ.
მე ქართველი ვარ – მჯერა მომავლის და გავიმარჯვებ.,, აცხადებს ბექა ცხადაძე

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 24, 2015 18:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics