მე არ ვიცი თქვენ რამდენი მილიონი გაქვთ, მაგრამ უანგაროდ არასდროს არავისთვის არფერი გაგიკეთებიათ-შალვა ნათელაშვილი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 8, 2015 22:12 განახლებულია

მე არ ვიცი თქვენ რამდენი მილიონი გაქვთ, მაგრამ უანგაროდ არასდროს არავისთვის არფერი გაგიკეთებიათ-შალვა ნათელაშვილი

ბიძინას პროპაგანდის მინისტრი ხარ - ნათელაშვილ-რამიშვილის დაპირისპირება “იმედის კვირაში” “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემის ერთ-ერთ წამყვანს შალვა ნათელაშვილს ივანიშვილის პროპაგანდის მინისტრი უწოდა.

“გებელსი მხოლოდ ერთ დიქტატორთან იყო პროპაგანდის მინისტრად, ჰიტლერთან. ბატონ შალვას მდგომარეობაში შევდივარ, ის იყო ჯერ საკაშვილთან პროპაგანდის მინისტრი “ვარდების რევოლუციის” დროს და შემდგომ ბიძინას პროპაგანდის მინისტრი იყო. იმედია, პასუხისმგებლობას გრძნობს ბატონი შალვა, იმაზე, რაც მოხდა ქვეყნის თავზე”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

“ლეიბორისტების” ლიდერმა ეს განცხადება შალვა რამიშვილის რეპლიკის პასუხად გააკეთა, რომ იგი პრემიერად სწორედ ივანიშვილის დანიშვნას აპირებდა.

“ძალიან გთხოვთ, თქვით, რომ იხუმრეთ, რომ მე მილიონები მაქვს “ქართუ ბანკში, თორემ ცოლი გამეყრება”, – მიმართა შალვა რამიშვილმა ნათელაშვილს.

“მე არ ვიცი თქვენ რამდენი მილიონი გაქვთ, მაგრამ უანგაროდ არასდროს არავისთვის არფერი გაგიკეთებიათ. ჩვენ ვერასოდეს შევთანხმდებით, 20 წელია ოპონენტები ვართ და ახლა ვერ შევრიგდებით”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 8, 2015 22:12 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics