მერკელსა და ოლანდს მინსკში ჩასვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ

news
: news თებერვალი 11, 2015 15:19

მერკელსა და ოლანდს მინსკში ჩასვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ

ჩავლენ თუ არა ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი მოლაპარაკებებზე მინსკში უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ბელარუსის დედაქალაქში ეჭვქვეშ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ დადგა.

„დღეს დილისთვის დაგეგმილი იყო სატელეფონო საუბარი ანგელა მერკელსა და ფრანსუა ოლანდს შორის, სწორედ ამ მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდება დაზუსტებით გავემგზავრებით თუ არა მინსკში. ვფიქრობ უფრო მეტი შანსია, რომ გავემგზავროთ. ჩვენ უნდა შევისწავლოთ სიტუაცია, შუამავლები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ და ახლაც მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჯერ კიდევ არსებობს ბევრი პრობლემა რომელიც მოგვარებას საჭიროებს,“ – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორენ ფაბიუსმა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი ლიდერების შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ბელარუსის პრეზიდენტის ყოფილ ადმინისტრაციასთან მათ ჟურნალისტები კვლავ ელოდებიან.

news
: news თებერვალი 11, 2015 15:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics