მაღლივ კორპუსთან ახალი სპორტის სასახლე აშენდება

news
: news მარტი 23, 2015 17:10

მაღლივ კორპუსთან ახალი სპორტის სასახლე აშენდება

11079733_1571940376424297_865528675_nსახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ახალი სპორტის სასახლე აშენდება. სპორტული კომპლექსის მშენებლობა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის ფარგლებში მიმდინარეობს.

მშენებარე კომპლექსი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ აკაკი ლოდიამ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სპორტულ დირექტორთან ვლადიმირ ბარტასთან, სპორტულ მენეჯერ ლისა ალანთან და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედრაციის წარმომადგენლებმა 2016 წლის თბილისის ძიუდოს გრან პრის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარების საკითხი განიხილეს.

ქართული მხარის განცხადებით, ახალი სპორტის სასახლე სხვადასხვა ტურნირების მასპინძლობისთვის საჭირო კრიტერიუმებს ინფრასტრუქტურულად სრულიად დააკმაყოფილებს. კომპლექსში ორი დარბაზი მოეწყობა, ერთი დარბაზი 800 ადამიანს, ხოლო მეორე დარბაზი 300 კაცს დაიტევს.

news
: news მარტი 23, 2015 17:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics