მარიუპოლში 26 და 27 იანვარი გლოვის დღეებია

მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო გლოვის დღე კიდევ ორი დღით გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელის, იური ხოტლუბეის განცხადებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, მარიუპოლის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
მისივე თქმით, ქალაქში დაგეგმილი ყველა სპორტული და გასართობი სახის ღონისძიებები გაუქმდა.
24 იანვარს მარიუპოლიში სეპარატისტების მიერ მოწყობილ აფეთქებებს სულ მცირე 30 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა, 93 კი დაშავდა.
მომხდარის გამო უკრაინაში გლოვის დღედ 25 იანვარი იყო გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალადაშვილი – იური ვაზაგაშვილი Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებას შეეწირა
შემდეგი სტატიასაგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ნატოში ახალი წარმომადგენლის ვინაობა უახლოს ხანში გახდება ცნობილი