მანანა ნაჭყებია: ქართულ პოლიტიკაში მყოფი ადამიანების წარმოუდგენლად დაბალი პროფესიონალიზმია

news
: news მარტი 4, 2015 20:25 განახლებულია

მანანა ნაჭყებია:  ქართულ პოლიტიკაში მყოფი ადამიანების წარმოუდგენლად დაბალი პროფესიონალიზმია

მნიშვნელოვანი

  • „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს და დავით გამყრელიძე პოლიტიკაში ბრუნდება უარყოფს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ამ საკითხით დაინტერესდა:

სხვა სტატიები

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს და დავით გამყრელიძე პოლიტიკაში ბრუნდება უარყოფს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ამ საკითხით დაინტერესდა:
-„მინდა იმათ, ვინც მართლა გულწრფელად დაინტერესდა დავით გამყრელიძის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების თემით. ჩემთვის და ბევრი გონიერი ადამიანისთვის მართლაც ძალიან კარგი იქნებოდა ეს ინფორმაცია რომ სინამდვილე იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის და არანაირი კონსულტაციები მის დაბრუნებაზე პოლიტიკაში, მით უმეტეს გაზეთის მიერ წარმოდგენილ კონფიგურაციაში, არ მიმდინარეობს.
რაც შეეხება ამ ინფორმაციის ახლა გამოჩენის მიზეზებს.
ალბათ ვიღაცას სურს თავიდანვე არამომგებიან კონფიგურაციაში წარმოადგინოს დათო გამყრელიძის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნება და ამით საზოგადოების დიდი ნაწილის ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს. ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ეს? ალბათ, კონკურენტების, სახელისუფლებო თუ სხვა ძალების. როგორც ჩანს, ვიღაცას შეეშინდა, რომ მართლაც შესაძლოა გამოიკვეთოს ალტერნატივა და სწორად მიხვდა, რომ ამ ალტერნატივას დათო გამყრელიძე სწორედაც რომ გააძლიერებს. დღეს ქართულ პოლიტიკაში მყოფი ადამიანების წარმოუდგენლად დაბალი პროფესიონალიზმის ფონზე დათოს პროფესიონალიზმი მართლაც აშკარად ნათელია. ამას დათოს მტრებიც ხვდებიან და ეს უფრო აღიზიანებთ.
გარდა ამისა, ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ და ცხადია, უნდა დავუჯეროთ, ადამიანის ქვეცნობიერში გაჭირვებისას სწორედ იმ ადამიანის წამოტივტივება ხდება, ვისაც შესაძლო მშველელად აღიქვამს. შესაძლოა სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან 2012 წელს, როცა ხალხი ჯერ კიდევ იმედით უყურებდა ოცნებას, გამყრელიძე არავის გახსენებია.
რაც შეეხება იმათ, ვინც ფესიბუქში უხამსი გამონათქვამებით გამოეხმაურნენ ამ თემას, ვუპასუხებ: პატივს ვცემ თქვენს ნებისმიერ მოსაზრებას, თუ ეს არაშეურაცხმყოფელი ფორმით არის გამოხატული, რადგან ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება. შეურაცხმყოფელს – უბრალოდ, არ განვიხილავ“.
შეგახსენებთ,დღეს თავად დავით გამყრელიძემაც უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილიც კი არ აქვს.

news
: news მარტი 4, 2015 20:25 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics