მამუკა გვარამიამ პროკურატურა დატოვა

news
: news თებერვალი 5, 2015 18:02

მამუკა გვარამიამ პროკურატურა დატოვა

მთავარ პროკურატურაში მამუკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა. შენობა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

როგორც გვარამიამ ჟუნრალისტებთან საუბრისას აღნიშნა მისთვის გაუგებარი იყო, თუ რა მოტივით დაიბარეს ის მთავარ პროკურატურაში.

“ჩემთვის გაუგებარია რა საჭირო იყო იმავე თემაზე დღეს ჩემი პროკურატურაში დაბარება რაზეც გუშინ სასამართლომ იმსჯელა,”- განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.

მისი ადვოკატის კახა ხვისტანის განცხადებით კი დაკითხვის პროცესში, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა ერთადერთი ახალი კითხვა დასვეს.

“გამომძიებლებმა კითხეს ადასტურებდა თუ არა ბატონი მამუკა გამოძიებისთვის უკვე მიცემულ ჩვენებას,”- განაცხადა კახა ხვისტანმა.

მამუკა გვარამიამ ადვოკატთან ერთად საგამოძიებო ორგანო და მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა.

ყოფილი მთავარი პროკურორი და ზურაბ ჟვანიას საქმის გამომძიებელი, მამუკა გვარამია, პროკურატურაში ჩვენების მისაცემად 17:00 საათზე მივიდა. მისი დაკითხვა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ გვარამია სასამართლომ გუშინ 3 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ. მამუკა გვარამიას პროკურატურა მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს.

news
: news თებერვალი 5, 2015 18:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,934
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics