“მაინტერესებს რას ფიქრობს უკრაინის პრეზიდენტი იმაზე, რომ მისი პოლიტიკოსი როგორ ერევა სხვა ქვეყნის საქმეებში”

აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაგზავნილ წერილს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა, პაატა ზაქარეიშვილს პეტრო პოროშენკოსგან აინტერსებს თუ რას ფიქრობს იმაზე, რომ მისი პოლიტიკოსი სხვა ქვეყნის საქმეებში ერევა. ზაქარეიშვილის თქმით, უკრაინის მაღალჩინოსნის მიერ საქართველოს საქმეებში ჩარევა, პირველად არ ხდება.

„პირველად არ ხდება, როცა უკრაინის ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურა, სააკაშვილი უხეშად ერევა საქართველოს საქმეებში. არ ჩანს ეს მისი პოზიციაა თუ უკრაინის ხელისუფლების პოზიციაა. მე მაინტერესებს რას ფიქრობს უკრაინის პრეზიდენტი იმაზე, რომ მისი პოლიტიკოსი როგორ ერევა სხვა ქვეყნის საქმეებში, ამ შემთხვევაში საქართველოს საქმეებში,“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ლიბერალური სავიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსა და მისი ევროპული არჩევნის მხარდაჭერის დემონსტრირება”
შემდეგი სტატიარა პოზიტივს ხედავს გიგი უგულავა ფარული ჩანაწერების გავრცელებაში?!