მაია ფანჯიკიძე: ეს იყო შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე

news
: news იანვარი 11, 2015 19:21

მაია ფანჯიკიძე: ეს იყო შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე

„ეს იყო შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე, ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებაზე და საჭიროა მთელი მსოფლიო სოლიდარობა. ჩვენ ვართ ფრანგი ხალხის სოლიდარულები, სიმპატიით ვართ განწყობილი ფრანგების მიმართ, თავისუფალი ქვეყნის მიმართ“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა ყველა ქვეყანაში, მაგრამ უსაფრთხოებაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, ამ თემაზე დისკუსია დაწყებულია და მასში საქართველოც უნდა ჩაერთოს.

„ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ჰქონდეთ მეტი კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლა სპეცსამსახურებს შორის. ეს არის ზოგადად თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართული აქტი. ამაში ერთიანი უნდა იყვნენ ევროპის ქვეყნები და საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში“, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ სწორი ბალანსის მოძებნა უსაფრთხოების ზომებსა და ადამიანის სხვა უფლებების დაცვას შორის, იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშე დგანან მსოფლიოს ქვეყნები და მათ შორის საქართველოც.

news
: news იანვარი 11, 2015 19:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics