ლუკა კურტანიძე შესაძლოა პარლამენტის წევრი გახდეს

news
: news თებერვალი 4, 2015 15:55

ლუკა კურტანიძე შესაძლოა პარლამენტის წევრი გახდეს

პარლამენტის წევრობასთან დაკავშირებით ლუკა კურტანიძემ თანხმობა, 15 დღის ვადაში უნდა განაცხადოს. როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა აღნიშნა, სავარაუდოდ პარლამენტი ამ საკითხზე მომავალ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს.

“15 დღე აქვს ლუკა კურტანიძეს, რათა განაცხადოს, სურს თუ არა დეპუტატობა. საარჩევნო სიით თამაზ ავდალიანის ადგილი სიით მომდევნო დეპუტატმა უნდა დაიკავოს. ველოდებით ცესკო-ს მასალებს, რომელსაც შემდგომში საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის. მოგვიანებით კი, ამის შესახებ დადგენილებას პარლამენტი მიიღებს. ცესკო-ს ერთ თვიანი ვადა აქვს, რომ ეს მასალები მოგვაწოდოს. თუმცა, სავარაუდოდ ამ საკითხის განხილვა უკვე მომავალ პლენარულ სხდომაზე მოხდება”,-განაცხადა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან.

დეპუტატ თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო, დღის წერიგში პარლამენტში მისი ადგილმონაცვლის საკითხი დადგა. “ქართული ოცნების” სიის მიხედვით, დეპუტატობა მოჭიდავე ლუკა კურტნაიძეს უწევს. თუმცა, მას ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ აქვს.

news
: news თებერვალი 4, 2015 15:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,772
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics