ლუკა კურტანიძე დეპუტატი ხდება

news
: news თებერვალი 10, 2015 12:12 განახლებულია

ლუკა კურტანიძე დეპუტატი ხდება

მნიშვნელოვანი

  • პოლიციის აკადემიის პრორექტორის, ლუკა კურტანიძის განცხადებით, ამ ეტაპზე იმ ტექნიკური საკითხების მოგვარება მიმდინარეობს,

სხვა სტატიები

პოლიციის აკადემიის პრორექტორის, ლუკა კურტანიძის განცხადებით, ამ ეტაპზე იმ ტექნიკური საკითხების მოგვარება მიმდინარეობს, რაც მისი პარლამენტში შესვლისთვის აუცილებელია.
როგორც ლუკა კურტანიძემ  განაცხადა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქმის კურსში იყო და მასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

“როგორც იცით, პრემიერ-მინისტრი ვიზიტად მიუნხენში იმყოფებოდა. მასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, კახი კალაძეს შევხვდი. ასევე გავიარე კონსულტაციები ირაკლი კობახიძესთან და გუშინ მქონდა საბოლოო შეხვედრა თედო კობახიძესთან, რომელთანაც ის ტექნიკურ-იურიდული საკითხები გავიარე, რაც მოსაგვარებელია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ამ კონსულტაციების გარდა, გუნდის წევრებიდან, თანამებრძოლებიდან ყოველდღიურად ვიღებდი იმ ძალას, რომ მე ვარ ის თანამებრძოლი, რომელიც მათ გააძლიერებს. ასე, რომ კონსულტაციების გარდა, მე თანამებრძოლებიდან ვიგებდი იმას, თუ რამდენად მზად არიან მიმიღონ იმ ბრძოლაში, რომელსაც საპარლამენტო თანამებრძოლთა გუნდი ჰქვია. ამ ყველაფერთან ერთად გავარკვიე ისიც, რომ ის ადამიანი ვარ, რომელსაც ისინი ელოდებიან. ასე, რომ უკვე მზად ვარ. მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების მოგვარება, რაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით აუცილებელია. ეს გარკვეულ დროს გასტანს”, – განაცხადა კურტანიძემ.
პარლამენტის გარდაცვლილი წევრის, თამაზ ავდალიანის ადგილმონაცვლე კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ლუკა კურტანიძეა. შესაბამისად, სწორედ მან უნდა დაიკავოს პარლამენტში ავდალიანის გარდაცვალების შედეგად გათავისუფლებული ადგილი.

news
: news თებერვალი 10, 2015 12:12 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics