“ლეიბორისტულმა პარტიამ” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ჯონი ხეცურიანი წარადგინა

news
: news თებერვალი 9, 2015 13:15

“ლეიბორისტულმა პარტიამ” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ჯონი ხეცურიანი წარადგინა

კოტე კუბლაშვილის შემცვლელად შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტს ჯონი ხეცურიანის კანდიდატურა შესთავაზა. განცხადება “ლეიბორისტულ პარტიაში” რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

ჯონი ხეცურიანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი წევრია. ხეცურიანს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და ეკონომიურის ფაკულტეტები, ასპირანტურა კი ხეცურიანმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიარა.

იგი წლების განმავლობაში მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, 1990-1992 და 1999-2000 წლებში კი იყო იუსტიციის მინისტრი, ხეცურიანი წლების განმავლობაში ასევე იკავებდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას.

2001 წელს ჯონი ხეცურიანი საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. 2001-2006 წლებში ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

news
: news თებერვალი 9, 2015 13:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,443
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics